გურჯაანის იუსტიციის სახლში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი გაბრიელაშვილმა ID ბარათების გაცემის ერთი წლის სტატისტიკა წარადგინა.
გაბრიელაშვილის თქმით, 1 აგვისტოს ერთი წელი შესრულდა, რაც საქართველოში ID ბარათების გაცემა დაიწყო, ერთ წელიწადში კი - 400 000-ზე მეტი ID ბარათი გაიცა.
მისივე თქმით, ID ბარათი მაღალტექნოლოგიური, გაყალბებისგან მაქსიმალურად დაცული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია, რომლის გაცემის დროს შეღავათები მოქმედებს სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებზე, სტუდენტებზე, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაინვალიდებულ საქართველოს მოქალაქეებზე, ასევე პირებზე, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა პრეზიდენტის ინიციატივით მიენიჭათ.
დღესვე, მან ელექტრონული პირადობის მოწმობის მიღების მსურველ სამ ახალგაზრდას სასაჩუქრე პაკეტები გადასცა.

















