ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს გეგა გეგეშიძეს ბრალი დღეს ოფიციალურად წაუყენეს. მას სპორტის
სასახლეში მომხდარი ჩხუბისას მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილზე ფიზიკურ ანგარიშწორებას ედავებიან. პოლიციამ ის ორი დღის წინ, ღამით დააკავა. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის ძალადობის მუხლით. სასამართლო აღმკვთი ღონისძიების შეფარდებაზე, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.
ბრალდებულის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ბრალდების შესახებ გეგა გეგეშიძე სასამართლოზე თვითონ ისაუბრებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავა, რაც ძალადობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე უარის თქმის გამო, კონფლიქტის შემსწრე პირები დაიკითხნენ მაგისტრატ მოსამართლესთან.

















