logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სასამართლო დავა წააგო
ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სასამართლო დავა წააგო
12:05 24.01.2019
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით, პოლიტიკოსი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართ გაკეთებული განცხადება ცილისწამებად შეფასდა და ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, გავრცელებული ცნობების უარყოფა დაევალა. შესაბამისად, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ორგანიზაციის სააპელაციო საჩივარი და მოთხოვნა, რითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ დავა ეფუძნებოდა შემდეგ გარემოებებს. ორგანიზაციამ 2015 წლის 9 თებერვალს, სხვა ორგანიზაციებთან და პროფესიულ ჯგუფებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ წარუდგინა ნინო გვენეტაძის კანდიდატურა. 17 თებერვალს, პრეზიდენტმა პარლამენტს კანდიდატურა დასამტკიცებლად შესთავაზა. სწორედ ამ დღეს, ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „იმედის“ 17:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გააკეთა შემდეგი სახის განცხადება: „ეს არის წარდგენილი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ, რომელიც ყველა ინფორმაციით დასტურდება, რომ არის პირადად ღარიბაშვილის მიერ მართული“. პოლიტიკოსის განცხადება უცველად განთავსდა სხვადასხვა ახალი ამბების სააგენტოზე. ორგანიზაციამ 18 თებერვალს სპეციალური განცახდება გააკეთა და ზურაბ ჯაფარიძეს მოსთხოვა, დაედასტურებინა ან მოეხდინა ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხრიდან ორგანიზაციის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციის უარყოფა, რაც გამოხმაურების გარეშე დარჩა. პოლიტიკოსის განცხადებამ გავლენა იქონია ორგანიზაციის პარტნიორებთან ურთიერთობის პროცესსა და ნდობის საკითხზე. ორგანიზაცია, სამხრივი მემორანდუმის საფუძველზე, ახორციელებდა ერთ-ერთი პროექტის სამართლებრივ დახმარებას. შესაბამისად, დონორმა მიიღო გადაწყვეტილება ორგანიზაციასთან თანამშრომლობის დროებით შეჩერებაზე, რითაც „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ მომსახურებისთვის ვერ მიიღო 5050 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების შინაარსობრივი მხარის განმარტების დროს, სასამართლომ აღნიშნა, რომ ზურაბ ჯაფარიძის მხრიდან სადავო გამონათქვამები წარმოადგენდა აზრს, ხოლო ორგანიზაციის სარჩელი იურიდიულად ვერ ამართლებდნენ მოთხოვნის საფუძვლიანობას. ორგანიზაციამ დაასაბუთა, რომ მიადგა ზიანი და გაცხადებული ფაქტის მცდარობა ზურაბ ჯაფარიძისთვის წინასწარ იყო ცნობილი ან პოლიტიკოსმა გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცვლელი განცხადების გავრცელება. პირველი ინსტანციის სასამართლო მიიჩნევდა, რომ ზურაბ ჯაფარიძის სადავო გამონათქვამი არ ამტკიცებდა მის ნამდვილობას და სადავო გამონათქვამები სარგებლობდა აზრის აბსოლუტური პრივილეგიით, რაც საქმის მასალების საფუძვლიანი კვლევის შედეგად, მათ შორის ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა. პალატის განმარტებით, პოლიტიკოსის განცახდება გამოხატვის თავისუფლების იმ სტანდარტში არ მოიაზრება, რომელიც გამორიცხავს ცილისწამებას“-აცხადებენ ორგანიზაციაში.

ცნობისთვის: ორგანიზაციამ სასამართლოს სარჩელით 2015 წლის 23 მარტს მიმართა. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე მოსამართლე ქეთევან კუჭავამ განიხილა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოში: დიანა ბერეკაშვილმა, ქეთევან დუგლაძემ და ბესარიონ ტაბაღუამ. დავას ორგანიზაციისთვის პრინციპული და პრაქტიკული ხასიათი ჰქონდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა