თურქეთის ქალაქ ორდუში მომხდარი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროსა და ძვირფასი ნივთების ძარცვის ფაქტზე დაკავებული საქართველოს მოქალაქეების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
საქმესთან დაკავშირებით სამი პიროვნებაა დაკავებული. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
დაკავებულებიდან დანაშული ამ დროისთვის მხოლოდ ერთმა აღიარა. პოლიცია ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით კიდევ სამ პირს ეძებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტმა ორდუში მომხდარი ძარცვის გამო, საქართველოს მოქალაქეები მიმდინარე წლის 14 მარტს დააკავა.
ქალაქ ორდუში 9 მარტს საიუველირო მაღაზიის ძარცვის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობის ოქროს ნაკეთობები იქნა მოპარული. მძარცველებმა მაღაზიაში გვირაბის მეშვეობით შეაღწიეს.

















