ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, თემაზე - „დისკრიმინაციის დაუშვებლობა" ბათუმში ტრენინგი მიმდინარეობს. მას გურიისა
და აჭარის რეგიონებიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებიან.
შსს-ში აცხადებენ, რომ პროექტით დაგეგმილი ტრენინგების ციკლის ჩატარება რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) მიერ საქართველოსთვის მომზადებული რეკომენდაციებით ხორციელდება.
ამასთან, ღონისძიება შს სამინისტროსა და საქართველოს სახალხო დამცველს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე იმართება.
ტრენინგს სახალხო დამცველის აპარატის ტოლერანტობის ცენტრისა და იუსტიციის სამინისტროს ექპერტები უძღვებიან.

















