logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ანზორ ქოქოლაძეს ბრალდება მოეხსნა
ანზორ ქოქოლაძეს ბრალდება მოეხსნა
16:58 25.12.2018
საქართველოს გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით, თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებულ ა.ქ.-ს ბრალდება მოეხსნა. მტკიცებულებების ერთობლიობა ვერ უზრუნველყოფდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომლითაც შესაძლებელი იყო გამამტყუნებელი განაჩენის დადგომა. აღნიშნულის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.ქ.-ს მიმართ 2011 წელს დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა და იგი გაამართლა.

წარდგენილი ბრალდების თანახმად, ა.ქ.-მ თითქოსდა გაუსტუმრებელი საბანკო ვალდებულებებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანებისგან თავის არიდების და ს/ს „ელიტ ელექტრონიქსიდან“ მატერიალური სახსრების მისი, როგორც ფიზიკური პირის გამგებლობაში მოქცევის მიზნით, ს/ს ,,ელიტ ელექტრონიქსის” კაპიტალი მისი ნათესავის შპს „ბათუმვაჭრობის“ დირექტორის თ.ნ.-ს კომპანიაში ხელოვნურად გადაიტანა. ხოლო თ.ნ.-მ, როგორც შპს „ბათუმვაჭრობა“-ს დირექტორმა, სესხის ფიქტიური ხელშეკრულებები გააფორმა, რის საფუძველზეც ა.ქ.-ზე სესხის სახით საერთო ჯამში 4 605 000 ლარი გაიცა.

მიღებული თანხიდან მიზნობრივად გაიხარჯა მხოლოდ 1.193.658 ლარი, ხოლო 3.411.342 ლარი ა.ქ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ მოაქცია მის გამგებლობაში, რითაც ს/ს „ელიტ ელექტრონიქსიდან“ მოტყუების გზით დაუფლებული თანხის ერთპიროვნულად განკარგვის შესაძლებლობა მიიღო, პირადი მოხმარებისთვის გაათავისუფლა კაპიტალი საბანკო და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ არსებული ვალდებულებებისგან, ხოლო სააქციო საზოგადოებას და სახელმწიფოს მოუსპო კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა.

ასევე წარდგენილი ბრალდების თანახმად, ა.ქ. აგრძელებდა რა ს/ს „ელიტ ელექტრონიქსის” გაუსტუმრებელი საბანკო ვალდებულებებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანებისგან თავის არიდებასა და მატერიალური სახსრების მისი, როგორც ფიზიკური პირის გამგებლობაში მოქცევას, გამოიყენა ყალბი შინაარსის შემცველი აუდიტორული დასკვნა და ისნის რაიონში მდებარე ქონება ხელოვნურად გაზრდილი ფასით, 2008 წლის 17 ივნისს, მიჰყიდა ს/ს ,,ელიტ ელექტრონიქსს“, რის სანაცვლოდ მოტყუებით მიიღო ქონების ხელოვნურად გაზრდილი საფასური - 7.437.205 ლარი.

დანაშაულებრივი გზით დაუფლებული თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემისთვის და მისი რეალური მფლობელის შენიღბვისთვის ა.ქ.-მ მასთან დაკავშირებულ პირებს, ფიქტიურად გაფორმებული სესხის ხელშეკრულებების საფუძვლით, ხსენებული თანხების ნაწილი შპს „ტექნო ბუმში“ შეატანინა.

ბრალდების თანახმად, სესხის სახით გაცემული თანხის ფაქტობრივი მფლობელი იყო ა.ქ., ხოლო მასთან დაკავშირებული პირების სახელით გაფორმებული სესხის ფიქტიური ხელშეკრულებებით მათ დაფარეს უკანონოდ დაუფლებული თანხების წარმომავლობის წყარო და შენიღბეს მისი რეალური მფლობელი, რითაც ა.ქ.-მ კანონიერი სახე მისცა სააქციო საზოგადოება „ელიტ ელექტრონიქსიდან“ თაღლითური გზით მიღებულ შემოსავალს და სესხის უკან დაბრუნების გზით თანხები ფორმალურად მოაქცია მის მართლზომიერ მფლობელობაში.

სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას, ღია სასამართლო სხდომაზე, გამოკვლეული იქნა საქმის მტკიცებულებები, რომელიც არ იყო ერთმანეთთან შეთანხმებული, დამაჯერებელი და უტყუარი, თავისი შინაარსით ირიბ ანუ არაპირდაპირ მტკიცებულებებს წარმოადგენდა, რაც არ იყო საფუძველი სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარემ ა.ქ.-ს მიმართ უტყუარი მტკიცებულებების არარსებობის გამო, რომელთა ერთობლიობაც ვერ უზრუნველყოფდა გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის სტანდარტს, უარი თქვა ბრალდებაზე, რის საფუძველზეც სასამართლომ ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა