logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: საპარლამენტო კონტროლი, განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია
გიორგი გახარია: საპარლამენტო კონტროლი, განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია
14:01 22.12.2018
გიორგი გახარიამ, პარლამენტში გამოსვლის დასკვნით ნაწილში, ოპოზიციური პარტიების დეპუტატებს მიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ნაცვლად მნიშვნელოვანი ცვლილებების განხილვისა, დეპუტატები მხოლოდ პოლიტიკური კონტექსტით ინტერესდებოდნენ. გიორგი გახარიამ იმედი გამოთქვა, რომ საპარლამენტო კონტროლს დეპუტატები ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე განხორციელებენ.

„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სისტემა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს, ამ რეგიონში, ამ პირობებში ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მართლწესრიგზეა პასუხისმგებელი. იმის მაგივრად, რომ ჩვენ აქ გვქონდეს შინაარსობრივი დებატები- რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, ეს თქვენ არ გაინტერესებთ. ვერცერთი დაინტერესებული მზერა ვერ დავინახე, როდესაც ვსაუბრობ ისეთ პრინციპულად მნიშვნელოვან თემაზე, როგორიც არის ანაზღაურებადი სტაჟირება, მაგალითად რეგიონში გაზრდილი ახალგაზრდობისთვის, ან კრიმინალური პოლიციის, ან საგამოძიებო კომპონენტის. მე დღეს ვთქვი, რომ ვიწყებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, საგამოძიებო ნაწილში, პროკურატურის უფლებამოსილების საზედამხედველო ფუნქციის გამოძიებაზე და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებს შორის უფლებამოსილების მკაფიო გაყოფაზე. თქვენ ეხლა ხომ წარმოგიდგენიათ რამდენად ფუნდამენტურ ცვლილებაზე ვსაუბრობ - ეს თქვენ არ გაინტერესებთ, თუმცა მე მესმის ძალიან კარგად, მესმის, რომ ვარ პარლამენტში, მესმის, რომ მიჭირავს პოლიტიკური თანამდებობა და მესმის რომ ვარ პოლიტიკურ დებატში. მე ვთვლი, რომ საპარლამენტო კონტროლი, განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებზე, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დემოკრატიის განვითარებისთვის. ძალიან გთხოვთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ პასუხისმგებლობას ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, ეს კონტროლი იყოს უფრო შინაარსობრივი, მიზანზე ორიენტირებული და რაც მთავარია ქვეყნის ინტერესებიდან გამოდიოდეს და არა ვიწრო პოლიტიკურიდან“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა