logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: სარალიძე ყველაზე ღირსეულად იჯდა და ყველაზე ღირსეულად მოითმინა ის ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა
გიორგი გახარია: სარალიძე ყველაზე ღირსეულად იჯდა და ყველაზე ღირსეულად მოითმინა ის ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა
13:43 22.12.2018
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საპარლამენტო მოსმენის და დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ, დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. გიორგი გახარიამ დეპუტატები რიგი საკითხების პოლიტიზირებისთვის გააკრიტიკა და არჩევნების პროცესში სამართალდამცველების რეაგირებას გაუსვა ხაზი.

„პირველ რიგში, პატივცემულო პარლამენტარებო, მინდა მადლობა მოგახსენოთ. ზედმეტად ემოციური გამოვიდა ჩემი მხრიდანაც და თუ გადავცდი ზღვარს, ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას, თუმცა როგორც ჩანს, კონკრეტული ადრესატები მეყოლება. არ მინდოდა ამაზე საუბარი, მაგრამ იძულებული ვარ ამაზე ვილაპარაკო. როგორც ჩანს, ნელ-ნელა ხდება გააზრება იმ პასუხისმგებლობის, რისი აღებაც გვიწევს. ბატონებო, როდესაც თქვენ აიღეთ პასუხისმგებლობა სარალიძის შემთხვევის, რომელიც ყველაზე ღირსეულად იჯდა აქ და ყველაზე ღირსეულად მოითმინა ის ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა - აქედან წამოგეღოთ უზარმაზარი პოლიტიკური დივიდენდები, იცოდეთ, რომ პასუხისმგებლობის აღებაც მოგიწევთ. მე გპირდებით ამას პირდაპირ, იქიდან გამომდინარე როგორ, რა ფორმატში ჩაატარეთ კომისია. თქვენ უბრალოდ შეძელით და საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, როგორც იდეა, სამწუხაროდ, დააზიანეთ. იმედი მაქვს, რომ პასუხისმგებლობა გეყოფათ, საპარლამენტო კონტროლსაც ზუსტად იგივენაირად არ მოექცევით, როგორც გააკეთეთ კომისიაში. მე როდესაც აქ დღეს მოვდივარ და ვემზადები შინაარსობრივი საუბრისთვის და აქ მიწევს რაღაც პოლიტიკური სპეკულაციების მოსმენა, სამწუხაროდ, გული მწყდება. მინდა იცოდეთ ერთი რამ, არც ერთ შემთხვევაში არ მივიღებ თქვენს პრეტენზიას შერჩეულ სამართალთან დაკავშირებით. თქვენ განათლებული ხალხი ხართ და იცით ერთი რამ - ვერცერთ შემთხვევაში, ვერცერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში ვერ ნახავთ ვერც ერთ შენიშვნას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. გაიკითხეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომელიც აკვირდებოდა არჩევნებს, გაიკითხეთ „ენჯეოებში“, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ აწყობილი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ოპერატიულ დონეზე, არჩევნების პირობებში, წუთი წუთზე იყო ინფორმაცია და წუთი წუთზე იყო რეაგირება. თქვენ თუ თვლით, რომ ეს პროგრესი, რომელიც არის ძალადობრივი დანაშაულების ნაწილში, რომელიც იყო არჩევნების ნაწილში - არ არის დასაფასებელი, ვფიქრობ რომ ესეც უსამართლოა. ჩემ მიმართ არა, მე საერთოდ არ მაინტერესებს თქვენი დაფასება იმის, რასაც ვაკეთებ, უბრალოდ იმ პოლიციელების მიმართ, რომელიც მთელი ამ არჩევნების განმავლობაში უზრუნველყოფდნენ ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ძალადობისგან თავისუფალ არჩევნებს“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა