logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: კრიმინალის მძიმე დანაშაულების ნაწილში - განზრახ მკვლელობა, მძიმე გარემოებებით მკვლელობა, ყაჩაღობა და ა.შ. - კლება გვაქვს
19:57 21.12.2018
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დეპუტატის მიერ დასმულ, კრიმინალის ზრდასთან და სტატისტიკასთან ბულ შეკითხვას უპასუხა.

„ეს საკითხი ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ აქ. მე მაშინ დავდე პირობა, რომ სტატისტიკის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, არანაირი პრობლემა არ იქნება. ეს არის პირველი და ყველაზე სწორი გადადგმული ნაბიჯი, რომ პრობლემა დავაიდენტიფიციროთ. სტატისტიკის გამოქვეყნება დაიწყო ზუსტად ერთი წლის წინ, იანვრიდან და სტატისტიკის ეს ეფექტი, სწორი, ღია და ობიექტური გამოქვეყნების, ამ წელს, მთლიანად აითვისებს და აითვისებს მარტამდეც. ჩვენ რომ ობიექტურები ვიყოთ, რეალურად სტატისტიკასთან კრიმინალის ზრდაზე, უნდა ვისაუბროთ მარტიდან, ისეთ კრიმინალზე, რომელზეც თქვენ საუბრობთ - ქურდობა, ოჯახური დანაშაული და კიდევ ბევრი რაღაც - ეს იქნება ობიექტური რეალობა. იმიტომ, რომ გარდამავალი პერიოდი, გამოჩნდება მარტის შემდეგ, როდესაც ჩვენ აქ ავიღეთ ვალდებულება და გავაფრთხილეთ მთლიანად სისტემა, რომ ერთი ფაქტის დაფარვის შემთხვევაში იქნება უმკაცრესად დასჯილი ყველა. რეალურად კრიმინალის ზრდის ეფექტი, მძიმე დანაშაულების ნაწილში - რომლის დაფარვაც უბრალოდ შეუძლებელია, ჩვენ ასე თუ ისე, მცირეოდენი, მაგრამ ობიექტურად გვაქვს კლება. განზრახ მკვლელობა, მძიმე გარემოებებით მკვლელობა, ყაჩაღობა და ა.შ. - გვაქვს კლება. მე არ ვამბობ, რომ ეს იდეალური მდგომარეობაა.

გეუბნებით, რომ რეალურად, საკუთრების მიმართ დანაშაულის ნაწილში სერიოზული პრობლემები გვაქვს და სერიოზულად არის სამუშაო. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ თქვენთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ სტატისტიკა უნდა გამოგვექვეყნებინა, ამაზე იყო მორგებული ყველა ის რეფორმა, რომელსაც ახლა ვახორციელებთ. ისევე როგორც გარკვეული რეფორმები იყო მორგებული იმაზე, როგორი ტრაგიკული შემთხვევებიც მოხდა წლის დასაწყისში, ან იმ წლის ბოლოს. ყოველ შემთხვევაში მაშინ, როდესაც ჩვენ უფლებამოსილებაში შევედით. აქედან გამომდინარე, ვიღებ არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული სახის დანაშაულების ნაწილში ზრდა გვაქვს, მაგრამ არ ვიღებ არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ სისტემურად კრიმინალის ზრდა გვაქვს - არა გვაქვს. უბრალოდ, ამის დაფიქსირების არც რეალური საშუალება არ არსებობს. ამაზე ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ მარტიდან. თუ მარტში მე და თქვენ აქ შევხვდებით და ვიტყვით, რომ ამა და ამ მუხლებში ზრდა გვაქვს 60% - მისაღებია” - განაცხადა გიორგი გახარიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა