logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: შსს-ს მიერ ინიცირებული იყო 9 კანონპროექტი, მათ შორის „ქურდული სამყაროს“ და „კანონიერ ქურდების“ წინააღმდეგ, რომელიც ფაქტობრივად თავიდან დაიწერა
გიორგი გახარია: შსს-ს მიერ ინიცირებული იყო 9 კანონპროექტი, მათ შორის „ქურდული სამყაროს“ და „კანონიერ ქურდების“ წინააღმდეგ, რომელიც ფაქტობრივად თავიდან დაიწერა
15:39 21.12.2018
გიორგი გახარიამ პარლამენტის წევრებს ის საკანონმდებლო ცვლილებები და სამომავლო გეგმები, წარუდგინა რაც შინაგან საქმეთა სამინსიტრომ მოამზადა.

„ჩვენი 2018 წლის მუშაობის შედეგების ძალზედ მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც თქვენს მიერ იყო მხარდაჭერილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული იყო 9 კანონპროექტი, მათ შორის „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით და „კანონიერ ქურდების“ წინააღმდეგ შექმნილი კანონი, რომელიც ფაქტიურად თავიდან დაიწერა, იმ ცვლილებებით, რომელმაც ფაქტიურად მოგვცა საშუალება, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 200-ზე მეტი ადამიანი მიგვეცა პასუხისგებაში ქურდული მენტალიტეტის და კრიმინალური მენტალიტეტიდან გამომდინარე. გამკაცრდა ცრუ ჩენების, ჩვენებაზე უარის თქმის, დანაშაულის დაფარვის და შეუტყობინებლობის ნაწილი. ასევე გამკაცრდა და ცვლილებები განხორციელდა ოჯახში ძალადობის კონტექსტში. ასევე მოგეხსენებათ, რომ თქვენთან ერთად ვიმუშავეთ მარიხუანასთან მიმართებით საკანონმდებლო ცვლილებებზე, რაც ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. ცვლილებები გატარდა და ფაქტობრივად პრინციპულად შეიცვალა მანდატურების მარეგულირებელი კანონმდებლობა და წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისთვის დაუმორჩილებლობის ნაწილი. ახლა რაც შეეხება 2019 წელს, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩენი თანამშრომლობა გაგრძელდება. უახლოეს პერიოდში ჩვენ წარმოგიდგენთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც მოახდენს ქუჩური გარჩევის კრიმინალიზებას. ასევე, ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ საკანონმდებლო ცვლილებებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლებიც გამომძიებელსა და პროკურორს შორის, პირდაპირი უფლება-მოვალეობების უფრო მკაფიო გამიჯვნას შეუწყობს ხელს. ასევე ჩვენ დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებებს პოლიციის შესახებ და ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობაში. რაც მთავარია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ძირეულ გარდაქმნაშიც წარმოგიდგენთ ჩვენს ინიციატივებს. უახლოეს პერიოდში იქნება წარმოდგენილი ცივი იარაღის მარეგულირებელი კანონმდებლობა. ეს ის ძირითადი საკანონმდებლო ცვლილებებია რომლებზეც ჩენ ვისაუბრებთ თქვენთან ერთად, 2019 წლის განმავლობაში“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა