logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თაკო ჩარკვიანის მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მიეცა
თაკო ჩარკვიანის მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მიეცა
17:41 19.12.2018
ქუთაისში, კოპიტნარის აეროპორტში თაკო ჩარკვიანის მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მიეცა.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებულ სავარაუდო დანაშაულის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირების შესახებ. 2018 წლის 28 ნოემბერს (არჩევნების მეორე ტურის დღე) და შემდგომ პერიოდში პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის 25 ფაქტზე.

სისხლის სამართლის 2 საქმეზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის:

ქუთაისის აეროპორტში, თამარ ჩარკვიანის მეუღლის - ჯონდო გიგანის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთი პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში;

თბილისში, გლდანის რაიონში ერთ-ერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთი პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა.

სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, ვინაიდან არ დადასტურდა დანაშაულის არსებობა, სისხლის სამართლის 13 საქმეზე შეწყდა გამოძიება, მათ შორის:

მცხეთაში ერთ-ერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციის წარმომადგენლის მიმართ ძალადობის ფაქტზე;

ადიგენში ოპოზიციის წარმომადგენლების ავტომანქანების საბურავების დაზიანების ორ ფაქტზე;
ბათუმში საარჩევნო უბნების მიმდებარედ მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ორ ფაქტზე;

აბაშის საარჩევნო ოლქში, მე-10 უბანზე მმართველი პარტიიდან საკრებულოს წევრის მიერ ხმის მიცემის ფარულობის შესაძლო დარღვევის ფაქტზე;

გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში, ე.წ. სასიგნალო იარაღიდან გასროლის ფაქტზე;

ბათუმში საარჩევნო უბანთან მმართველი პარტიის კოორდინატორის ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე;

ბოლნისში საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციის მხარდამჭერის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე;

რუსთავში საარჩევნო უბანზე ოპოზიციის წარმომადგენლების უკანონოდ შეჭრის და კომისიის მუშაობისთვის ხელშეშლის ფაქტზე;

ლაგოდეხში ოპოზიციის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. სასიგნალო იარაღიდან გასროლის ფაქტზე;

თბილისში, დიდუბის რაიონში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე „www.on.ge”-ის ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე;

თბილისში, გლდანის რაიონში საარჩევნო უბანზე ფანჯრის მიზნის დაზიანების ფაქტზე.

სულ არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 26 პირი, რომელთა შორის არიან როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის მხარდამჭერები. მათ შორის, სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული პირების მიმართ დაწყებულია ახალქალაქში ოპოზიციის მხარდამჭერებზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე (პასუხისგებაში მიცემულია 5 პირი, რომელთა შორის არიან მმართველი პარტიიდან დეპუტატის ოჯახის წევრები) და ქუთაისის საკრებულოში ოპოზიციის წარმომადგენელზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე“-აცხადებენ შსს-ში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა