logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად გამოცხადდა
საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად გამოცხადდა
09:44 14.12.2018
სტრასბურგის სასამართლომ სამი განჩინება გამოაქვეყნა საქმეებზე - „ჯიოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“; „კუდუხოვა საქართველოს წინააღმდეგ“; „ნანიევა და ბაგაევი საქართველოს წინააღმდეგ“. საქმეები ეხება ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების საჩივრებს იმასთან დაკავშირებით, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართული მხარის მოქმედებებმა მათ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა და მათი ქონება დაზიანდა ან განადგურდა.

მომჩივნები ჩიოდნენ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 მუხლით (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლით (წამების აკრძალვა), დამატებითი ოქმის პირველი მუხლით (საკუთრების დაცვა), კონვენციის მე-13 მუხლით (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება), მე-14 მუხლით (დისკრიმინაციის აკრძალვა), მე-8 მუხლითა (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) და მე-5 მუხლის (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) პირველი პუნქტით (ეს უკანასკნელი მუხლი მითითებული იყო მხოლოდ კუდუხოვას საქმეში) უზრუნველყოფილი უფლებების დარღვევის შესახებ.

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ევროპულმა სასამართლომ ზემოაღნიშნული საჩივრები დაუშვებლად ცნო, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი. კერძოდ, მე-2 და მე-3 მუხლებთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ მომჩივანთა მდგომარეობა არ იყო იმდენად მძიმე, რომ გამოეწვია აღნიშნული მუხლების დარღვევა. საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული საჩივრების შესახებ ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივანებმა ვერ მოახერხეს prima facie მტკიცებულებების წარდგენა მათი საკუთრების დაზიანების ან განადგურების თაობაზე. მე-8 მუხლთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ ომის პერიოდში მომჩივნების მცირე ხნით სხვა ქვეყანაში (რუსეთში) გადაადგილება ვერ ჩაითვლებოდა მე-8 მუხლით დაცულ სფეროში ჩარევად.

ზემოაღნიშნული პირებიდან მხოლოდ ერთი მომჩივნის - ჯიოევას საჩივრის ნაწილზე, ევროპული კონვენციის მე-2, მე-3, მე-13 და მე-14 მუხლებთან დაკავშირებით, ევროპულმა სასამართლომ ვერ შეძლო დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა, არსებული საქმის მასალების საფუძველზე. შესაბამისად, საქართველოს მთავრობას ეთხოვა მხოლოდ ამ მომჩივნის მოცემულ კონკრეტულ პრეტენზიებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის წარდგენა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა