ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი
მძიმედ დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამივე პაციენტი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„მოგვმართა თითქმის ერთდროულად 4-მა პაციენტმა. აქედან 3 პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე. შემოსულები არიან პოლიტრამვების დიაგნოზით. აღენიშნებათ ქალა ტვინის დახურული ტრამვა, გულმკერდის მძიმე ტრამვა, მუცლის ღრუს დახურული ტრამვები. პაციენტები რჩებიან მართვით სუნთქვაზე, სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში. ხოლო, ერთი პაციენტი მსუბუქი ტრამვებით ბინაზე გაეწერა,“ - განაცხადა კლინიკის მთავარმა მენეჯერმა, რაულ ბაქსაძემ.

















