logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სუს-მა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ირანის 7 მოქალაქე პასუხისგებაში მისცა
სუს-მა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ირანის 7 მოქალაქე პასუხისგებაში მისცა
10:23 12.12.2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, საქართველოში მცხოვრები ირანის ისლამური რესპუბლიკის შვიდი მოქალაქე ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები ე.წ. „ჰავალას“ მეთოდის გამოყენებით უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდნენ და დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ.

კერძოდ, ისინი საქართველოდან ირანის ისლამური რესპუბლიკის საბანკო სისტემაში ფულადი გზავნილების განხორციელებას აღნიშნული საქმიანობისთვის საჭირო ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე, ქართული საბანკო სისტემის გვერდის ავლით ახდენდნენ. ბრალდებულები ფულადი თანხების კონვერტაციისა და გადარიცხვების სახით გაწეული მომსახურების სანაცვლოდ დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ. მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მათ მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში - 2 097 000 ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის ოქტომბერში, აღნიშნულ საქმეზე წარმოებული გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველოში მცხოვრები ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტები გამოავლინეს. სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, თბილისში მდებარე, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების ოფისებსა და საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, რის შედეგადაც ამოიღეს დიდი ოდენობით ფულადი თანხა, „შავი ბუღალტერია“ და ირანული წარმოების ტერმინალები, რითაც დადასტურდა გარემოება, რომ აღნიშნულ დაწესებულებებში ადგილი ჰქონდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტებს.

გამოძიება ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა