logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გერის  განსაკუთრებული სისასტიკით  განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
გერის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
09:44 11.12.2018
თბილისის საქალაქო სასამართლომ გერის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ოჯახის წევრის სისტემატურ ცემაში, სიცოცხლის მოსპობის მუქარაში და ქონების განზრახ დაზიანებაში ბრალდებული ვ.ბ დამნაშავედ ცნო. ამავე განაჩენით განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული თ.ბ. ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ვ.ბ.-სთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ნ.გ. მასთან დაშორებას ფიქრობდა და თავს არიდებდა.

2018 წლის 27 თებერვალს ვ.ბ. ავტომანქანით მივიდა ნ.გ.-ს დროებით საცხოვრებელ სახლთან და დალაპარაკების მიზნით ავტომანქანაში ჩაჯდომა სთხოვა, შემდეგ კი ვაშლიჯვარში, მოსახლეობისგან მოშორებულ ადგილზე მიიყვანა. შერიგებაზე უარის მიღების შემდეგ განაწყენებულმა ვ.ბ.-მ მასთან თანაცხოვრებაზე ნ.გ.-ს იძულება გადაწყვიტა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ხელ-ფეხი თოკით შეუკრა, გარდაბნის რაიონის სოფელ კუმისში მდებარე ე.წ. „აგარაკებზე“ მიიყვანა და სცემა. იძულების შედეგად 2018 წლის 2 აპრილს, ნ.გ.-მ მასთან ქორწინების რეგისტრაცია მოახდინა. მათი ქორწინების შესახებ ნ.გ.-ს შვილებმა - თ.გ.-მ და თ.გ.-მ გაიგეს და რადგან მათ იცოდნენ, რომ ვ.ბ. სისტემატურად ძალადობდა ნ.გ.-ზე, დედას დაუყოვნებლივი განქორწინება მოსთხოვეს. აღნიშნული ცნობილი გახდა ვ.ბ.-სთვის, რის გამოც მან მათთვის ზიანის მიყენება გადაწყვიტა. 2018 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 13:00 საათზე ვ.ბ. ქ. თბილისში, ბარნოვის ქუჩა N77, ნ.გ.-ს დროებით საცხოვრებელ ბინაში მივიდა, სადაც ცოტა ხანი დაჰყო.

მოგვიანებით სახლიდან გავიდა, ავტოგასამართ სადგურზე ბენზინი შეიძინა და უკან დაბრუნდა, კარადიდან ნ.გ.-ს და მისი შვილების ტანსაცმელი გამოიღო და შურისძიების მიზნით, სამზარეულოში აღებული დანით მათი დაჭრა დაიწყო. ვინაიდან აღნიშნული დანით ტანსაცმლის დაჭრა ვერ მოახერხა, მან თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილიდან ნ.გ-ს ბინაში დიდი ზომის დანა აიტანა და ტანსაცმლის დაჭრა განაგრძო, რა დროსაც, დაახლოებით 17:00 საათზე, სახლში მისი გერი, ნ.გ.-ს შვილი - თ.გ. ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად დაბრუნდა. ვ.ბ.-მ მას მოსთხოვა აეხსნა, თუ რატომ იყო წინააღმდეგი მისი და ნ.გ.-ს თანაცხოვრების, აღნიშნულზე ვ.ბ. და თ.გ. შეკამათდნენ, რა დროსაც ვ.ბ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, თ.გ.-ს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში 32 ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად თ.გ. მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ადგილზე გარდაიცვალა. ვ.ბ.-მ გვამი ასევე ბავშვების თვალწინ საპირფარეშოში გაიტანა, შემდეგ კი ფანჯრიდან გადახტა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ ვ.ბ. გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთში თ.ბ.-ს საცხოვრებელ სახლში მივიდა და მას მომხდარის შესახებ მოუყვა. მიუხედავად იმისა, რომ თ.ბ.-სთვის ცნობილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, მან სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.
სამართალდამცველებმა ვ.ბ. და თ.ბ. 2018 წლის 13 აპრილს სოფელ თელეთში დააკავეს. ვ.ბ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით, 111,150 მუხლის პირველი ნაწილით, 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო თ.ბ.-ს 376-ე მუხლით წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ვ.ბ.-ს უვადო, ხოლო თ.ბ.-ს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,” - ნათქვამია განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა