ქუთაისში, ახალგაზრდობის ქუჩაზე, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
შემთხვევის გამო 75 წლის მამაკაცი დაშავდა, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
აფეთქება დაახლოებით დილის ათ საათზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებულს დამწვრობა სახეზე აქვს მიღებული.
მომხდარზე გამოძიება სსკ 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

















