logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციის ატაშეების ფორუმი ჩატარდა
შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციის ატაშეების ფორუმი ჩატარდა
14:00 07.12.2018
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით პოლიციის ატაშეების ფორუმი გაიმართა. კონფერენცია მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ გახსნა.

ფორუმს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები, საქართველოში აკრედიტირებული უცხო ქვეყნის პოლიციის ატაშეები და საქართველოს პოლიციის ატაშეები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე საფრანგეთის, ავსტრიის, ევროპოლისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები მოხსენებით წარდგნენ.

ფორუმის მიზანი მასში მონაწილე ქვეყნებს შორის არსებული საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავება და პოლიციის ატაშეების ქსელის გაძლიერება იყო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ფორუმის მონაწილეებმა არსებული თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და გამოწვევები მიმოიხილეს და ერთმანეთს საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება გაუზიარეს.

აღნიშნული ფორუმი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის პროექტის - "ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოში სისხლის სამართლის პოლიტიკის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების განვითარებისთვის" - ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა