logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევის გამო 5 მაუწყებელი სამართალდამრღვევად ცნო
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევის გამო 5 მაუწყებელი სამართალდამრღვევად ცნო
12:36 07.12.2018
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, „ტელეიმედი“, „იბერია TV“ და „ტელეკომპანია კავკასია“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.

კომისიის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა, რომ მაუწყებლებმა სამაუწყებლო ბადეში პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა კანონდარღვევით განათავსეს, კერძოდ მათ დაარღვიეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტი და ეთერში არასათანადო/არაეთიკური რეკლამა გაუშვეს. „ტელეკომპანია კავკასიამ“ და „ტელეიმედმა“ ეთერში განათავსეს პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის არჩევის ხელისშეშლას ემსახურებოდა, ხოლო „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ და „იბერია TV”-ის ეთერში განთავსდა პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამა, რომელიც წარმოადგენს სალომე ზურაბიშვილის არჩევისთვის ხელისშეშლას, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის ბადეში კი ორივე ვიდეო რგოლი განთავსდა.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი როგორც რეკლამის გამავრცელებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის ეთერში გასული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა. ხოლო ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელმა არ უნდა დაუშვას არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის განთავსება.

მსჯელობის შედეგად, კომისიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ვიდეო რგოლები წარმოადგენს არასათანადო, კერძოდ არაეთიკურ რეკლამებს და მათი სამაუწყებლო ბადეში განთავსება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. თუმცა, საკითხისადმი ერთგვაროვანი მიდგომისა და პრაქტიკის ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად, ასევე სამართალდარღვევის პრევენციის ხელშეწყობის მიზნით, მაუწყებლები სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაანთავისუფლა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა