logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პენიტენციური სამსახური: „რუსთავი2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტში საბადრაგო სამსახურთან დაკავშირებული ინფორმაცია მცდარია
პენიტენციური სამსახური: „რუსთავი2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტში საბადრაგო სამსახურთან დაკავშირებული ინფორმაცია მცდარია
16:39 06.12.2018
სპეციალური პენიტენციური სამსახური გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საბადრაგო სამსახურთან დაკავშირებული ინფორმაცია მცდარია.

აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური გუშინ ტელეკომპანია რუსთავი-2-ის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმიანება და აცხადებს, რომ მასში მოყვანილი, საბადრაგო სამსახურთან დაკავშირებული ინფორმაცია არის მცდარი.

კერძოდ, საუბარია იმ სიუჟეტზე, რომლის თანახმადაც, ფოკაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი გ.მ. სასამართლოდან გამოყვანისას „ბადრაგმა“ კონკრეტულ პიროვნებას შეახვედრა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ფოკაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი სასამართლოში მიყვანის მომენტში არ იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში და მას სასამართლოში საბადრაგო სამსახურის თანამშრომელი ვერ მიიყვანდა. რაც შეეხება მისი სასამართლოდან გამოყვანის მომენტს, ბრალდებულ გ.მ.-ს არც ამ დროს დახვედრია საბადრაგო სამსახურის წარმომადგენელი, რადგან, ზოგადი წესის მიხედვით, ბრალდებული პირი მხოლოდ მას მერე ხვდება პენიტენციური სამსახურის, და შესაბამისად, საბადრაგო სამსახურის სისტემაში, რაც მას შესაბამისი ორგანოები პენიტენციურ დაწესებულებაში წარადგენენ.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პიროვნება, რომელიც დასახელდა, რომ იყო თითქოს ბადრაგი, ფორმას არ ატარებდა. საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები კი სამსახურეობრივ მოვალეობას მუდამ ფორმაში ასრულებენ.

რაც შეეხება, სიუჟეტში მოხვედრილ საბადრაგო სამსახურის მანქანას, განვმარტავთ, რომ ახალციხის რაიონულ სასამართლოში 2018 წლის 5 დეკემბერს იმართებოდა რამდენიმე სასამართლო პრეცესი, რის გამოც პენიტენციური დაწესებულების საბადრაგო სამსახურის მიერ 5 ბრალდებულის - კ.ნ., ო.ნ., პ.თ., ტ.თ. და დ.ა. - ბადრაგირება განხორციელდა. მოცემულ პატიმრებსა და მათ თანმხლებ ბადრაგებს საბადრაგო სამსახურის მანქანა ელოდებოდა სასამართლოს ეზოში, მაგრამ, როგორც ზევით აღინიშნა, ამ მანქანას ფოკაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ პირთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა,“ - ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა