logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
2019 წლის ბიუჯეტით სასამართლო სისტემის დაფინანსება - არასაკმარისია, პრეზიდენტის ფონდის გაუქმება - არასწორი
2019 წლის ბიუჯეტით სასამართლო სისტემის დაფინანსება - არასაკმარისია, პრეზიდენტის ფონდის გაუქმება - არასწორი
14:53 05.12.2018
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს ეხმაურება და აქცენტს აკეთებს მართლმსაჯულების სისტემის დაფინანსების საკითხზე, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის შესაძლო გაუქმების პროექტით გათვალისწინებულ მიზნებზე და აღნიშნავს, რომ 2019 წლის ბიუჯეტით, სასამართლო სისტემის დაფინანსების მცირედი ზრდა, ობიექტურად, ხელს ვერ შეუწყობს მართლმსაჯულების წინაშე არსებული რეფორმების სწრაფი ტემპით განხორციელებას, აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებაზე უარი არ წარმოადგენს სამართლიან გადაწყვეტილებას.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ გიორგი ლაბაძის განცხადებით, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის შესწავლის შედეგად, ორგანიზაციისთვის ნათელი გახდა, საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტული და ნაკლებად მნიშვნელოვანი სფეროების შესახებ. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს გარკვეული სამინისტროების დანახარჯების ზრდაზე, იმ პირობებში, როდესაც მართლმსაჯულებისა და სასამართლოს რეფორმისათვის საჭირო ფინანსები, ახალ პროექტით მობილიზებული არ არის. ინტერესს იწვევს საქართველოს პარლამენტის ქალაქ ქუთაისიდან თბილისში სრულად გადმოტანის ფაქტი, რომლის ერთ-ერთი მიზეზად საქმიანობის გამარტივება და ბიუროკრატიის შემცირება დასახელდა, თუმცა, მომავლი წლის ბიუჯეტში, პარლამენტის საქმიანობისთვის უფრო მეტი ფინანსური რესურსია დაგეგმილი, ვიდრე ეს მიმდინარე წელს იყო.

ასევე, სამინისტროების ხარჯების განხილვისას გასათვალისწინებელია ცალკეული სამინისტროს ხარჯის ზრდა, რაც შეიძლება მათი შეერთების ფაქტითაც აიხსნას, თუმცა, საყურადღებოა საქართველოს სამინისტროებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების საერთო ჯამის შედარება გასული წლის მაჩვენებელთან. 2018 წლისთვის, ამისათვის სულ დაგეგმილი იყო 1,413,619.1 ლარი, ხოლო 2019 წლისთვის, 1,473,769.7 ლარია განსაზღვრული. შესაბამისად გამოდის, რომ სამინისტროების გაერთიანებამ საერთო სურათზე არათუ შემცირების, არამედ ხარჯის გაზრდის მიმართულებით იმოქმედა. რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს სასამართლოებთან დაკავშირებულ ხარჯებს: უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის არსებული პროექტის ხარჯვითი ნაწილი, ვერ პასუხობს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევებს, რადგან არ იკვეთება სხვა სახელმწიფო ბიუროკრატიული ხარჯებიდან, ფინანსების გამოთავისუფლების მცდელობა და მისი მიმართვა სასამართლო სისტემის რეფორმისთვის აუცილებელი ღონისძიებების განსახორციელებლად.

როგორც სტატისტიკაში ჩანს, საკონსტიტუციო სასამართლოს ხარჯები არ იცვლება. ამასთან, მომატებულია უზენაესი სასამართლოსა და საერთო სასამართლოების ხარჯები, თუმცა 2019 წლის ბიუჯეტით, სასამართლო რეფორმის უზრუნველსაყოფი ხარჯები, არასაკმარისია. ორგანიზაციამ ბოლო პერიოდში, არაერთი საერთაშორისო კვლევა შეისწავლა, სადაც მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზები, დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთ შემაფერხებელ გარემოებად მიიჩნევა. აღნიშნულზე მიუთითებს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებიც და მათი რეკომენდაციებიც რეფორმის სწრაფი ტემპით განხორციელებას ეხება.

ორგანიზაციის შეფასებით, ბიუჯეტის პროექტის საბოლოო მიღებამდე, მთავრობამ უნდა იფიქროს მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობის ზრდაზე და დააჩქაროს სასამართლოს რეფორმის ახალი ტალღა, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და სასამართლოში მოსამართლეთა ზრდის მიმართულებით. იმისთვის, რომ შევადაროთ, 2019 წლის ბიუჯეტით, მოსამართლეებისა და სასამართლოს თანამშრომლების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისთვის გამოყოფილია 1 620 000 ლარი, ხოლო იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა და სისტემის თანამშრომელთა გადამზადებისათვის - 2 795 000 ლარი, რაც 2018 წელს, იმავე პროგრამებისთვის, გათვალისწინებულ ხარჯებზე მეტია.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ახლადარჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯების შესახებ, რომელიც, მთავრობის წინა შემოთავაზების მიხედვით, მიმდინარე წელთან შედარებით, არ იცვლებოდა და შეადგენდა 9,8 მილიონ ლარს, ხოლო დღეის მდგომარეობით, ეს ხარჯები შეცმირებული 6,0 მილიონ ლარამდე, რაც უკავშირდება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გაუქმებას.

ორგანიზაცია ვერ დაეთანხმება ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეკვეცა ავტომატურად იწვევს სარეზერვო ფონდის გაუქმებას, რაც დაკავშირებულია მისი აღმასრულებელი ფუნქციების გაუქმებასთან. სარეზერვო ფონდის არსებობა, დასავლეთის ბევრ ქვეყანაში, უკავშირდება არამხოლოდ სტიქიურ უბედურებებთან თუ ბუნებრივ კატასტროფებთან ბრძოლას, ასევე კულტურულ, შემეცნებით თუ სახელმწიფო ინტერესთან შესაბამის სოციალურ ღონისძიებებს. აქედან გამომდონარე, აღნიშნული ნაბიჯი ცალსახად უარყოფითად უნდა შეფასდეს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა