ძარცვის ბრალდებით თურქეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. თურქული მედიის ცნობით, ოთხი
ქართველისგან შემდგარ კრიმინალურ ჯგუფს სტამბოლის ერთ-ერთ რაიონში მოსახლეობა ტერორში ჰყავდა.
ჯგუფის ორმა წევრმა სტამბოლში ერთი ბიზნესმენი დაჭრეს და 111 ათასი ლირა გამოსძალეს.
კიდევ ერთი თავდასხმა კი ჯგუფმა საიუველირო მაღაზიაზე განახორციელეს, რასაც პოლიციელი შეესწრო. მან ცეცხლი გახსნა, თუმცა დამნაშავეებმა დანაშაულის ადგილიდან მიმალვა სცადეს. ერთ-ერთი მათგანი პოლიციამ მაშინვე დააკავა, მეორე კი ძიების შედეგად აიყვანეს.

















