logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი: ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონით ჩვენ არასრულწლოვნებს მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან ვიცავთ
ნათია მეზვრიშვილი: ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონით ჩვენ არასრულწლოვნებს მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან ვიცავთ
10:52 05.12.2018
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მზევრიშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მარიხუანის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა, გაჩნდა გარკვეული კითხვები იმასთან დაკავშირებით რეალურად რა კანონპროექტთან გვქონდა საქმე.

"მოვისმინეთ ისიც, რომ თითქოს რაღაცის ლეგალიზაციასაც ვახდენდით; ან მთავრობა ისევ კულტივაციის თემას დაუბრუნდა, რაც რეალობას არ შეესაბამება. ეს გახლავთ მოხმარებასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარების საკითხებს აქცევს მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში და პირდაპირ გვეუბნება - სად არის აკრძალული მარიხუანას მოხმარება. პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით, კანონი უკვე მივიღეთ. ეხლა გარკვეული პროცედურები არსებობს - პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი, შემდეგ უნდა გამოქვეყნდეს. ამისთვის პრეზიდენტს კანონით 10-დღიანი ვადა აქვს და გამოქვეყნებისთანავე ეს კანონი შევა ძალაში.

მე შევეცდები ძალიან დეტალურად ავხსნა, იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ნათელი იყოს რაზეა საუბარი და რეალურად რა იკრძალება, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ ჩვენს ეთერს უყურებენ მშობლები, დედები, მამები, შვილები პედაგოგები, ვისთვისაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს რეგულაციები იცოდნენ და უბრალოდ ის ადამიანები, ვისაც ამ საკითხის მიმართ ინტერესი გააჩნიათ.

რაც მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარია, ამ კანონით ჩვენ ვიცავთ არასრულწლოვნებს მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან. ამ კანონით, მარიხუანას მოხმარება იკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილას. იკრძალება საჯარო სივრცეში, იკრძალება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, იკრძალება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და კიდევ სხვა მრავალ შემთხვევაში.

ჩვენ ამ კანონით ვკრძალავთ არასრულწლოვნების მიერ არა მხოლოდ მოხმარებას, არამედ არასრულწლოვნების თანდასწრებით მოხმარებას. აკრძალულია საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საუბარია ნებისმიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაზე - სკოლაზე, ბაღებზე. ასევე, აკრძალულია არასრულწლოვნების არა მხოლოდ თანდასწრებით, არამედ იმ ადგილისგან 150 მეტრის რადიუსის მოშორებით და იმ სივრცეში, სადაც არასრულწლოვნები ფიზიკურად იმყოფებიან. რეალურად, ჩვენ ამით არა მარტო არასრულწლოვნებს ვიცავთ მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან, არამედ გავითვალისწინეთ სხვა და სხვა განვითარებული ქვეყნების პრაქტიკაც, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების, მათ შორის ბევრი ევროპული ქვეყნების პრაქტიკაც.

21 წლამდე ასაკის პირები მარიხუანას ვერ მოიხმარენ, ეს დაისჯება ადმინისტრაციული წესით. 21 წლამდე ასაკის პირის დაყოლიება ნარკოტიკული საშუალების - ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების მოხმარება იგულისხმება - დაისჯება სისხლის სამართლის წესით“-განაცხადა მეზვრიშვილმა

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა