logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი: საუბრები, რომ თითქოს ვიღაცებთან შეკრულები ვართ, მინისტრი რაღაც ალიანსში იმყოფება, უბრალოდ ღიმილის მომგვრელია
ნათია მეზვრიშვილი: საუბრები, რომ თითქოს ვიღაცებთან შეკრულები ვართ, მინისტრი რაღაც ალიანსში იმყოფება, უბრალოდ ღიმილის მომგვრელია
10:37 05.12.2018
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ -ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია იმედზე, გადაცემა „პირისპირ“-ში ისაუბრა სამინისტროს მიერ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე:

„აქ საუბარია იმ მინისტრზე და იმ სამინისტროზე, რომელმაც სამინისტროში მოსვლის დღიდან ფაქტიურად შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადა ქურდულ სამყაროს და ზოგადად, კრიმინალურ მენტალიტეტს. ჩვენ ასამდე პირი გვყავს მხოლოდ 2018 წლის განმავლობაში ქურდული სამყაროს წევრობისთვის და კანონიერი ქურდობისთვის დაკავებული. ჩვენი ეს ბრძოლა, ამ დანაშაულის წინააღმდეგ უკვე გაცდა ქვეყნის ფარგლებს და ჩვენ არაერთ სახელმწიფოსთან, მათ შორის ევროპელ სახელმწიფოებთან, საკმაოდ მჭიდრო კოორდინაცია გავქვს და წარმატებული ოპერაციების ფარგლებში არაერთი პირი გვყავს დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული. უფრო მეტიც, მინისტრმაც ისაუბრა ამაზე და მეც გავიმეორებ, ჩვენ უკვე დავაინიცირეთ მთავრობაში პროექტი და გახსოვთ ალბათ, ჩვენს მიერ ინიცირებული პროექტი, რომელმაც ფაქტიურად არ დატოვა დაუსჯელი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსით. ყველა ქმედება, რომელიც ქურდულ სამყაროსთან და კრიმინალურ მენტალიტეტთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, სადაც რაიმე საკანონმდებლო ვაკუუმი არსებობდა ყველა ამოვავსეთ და არამარტო ამოვავსეთ საკანონმდებლო დონეზე, არამედ რეალურად, პრატიკაში განვახორციელეთ. მაგალითად, არ ისჯებოდა კანონიერი ქურდისთვის დავის გადასაწყვეტად მიმართვა. ეს გავხადეთ დასჯადი და ამითი დღეს არაერთი პირი გვყავს დაკავებული, პასუხისგებაში მიცემული და პატიმარი, რაც ყველაზე მთავრი და მნიშვნელოვანია. ასევე, დავაინიცირეთ უკვე მთავრობაზე და ფაქტიურად ქუჩური გარჩევების კრიმინალიზაციას ვახდენთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ „ქუჩური „ მენტალიტეტი ერთხელ და სამუდამო აღმოიფხვრას საქართველოში.

ამიტომ, აი ამ ფონზე საუბრები, მითუმეტეს საუბრები მტკიცებულებების გარეშე იმაზე, რომ თითქოს ვიღაცეებთან შეკრულები ვართ, მინისტრი რაღაც ალიანსში იმყოფება, უბრალოდ ღიმილის მომგვრელია. დარწმუნებული ვარ, რომ ამისი არ ჯერა არავის და ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია“-განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა