logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახაბერ საბანაძე: დღეიდან მართლწესრიგის ოფიცრები ანალიზზე დაფუძნებულ საპოლიციო საქმიანობას და დანაშაულის პრევენციისკენ მიმართულ ღონისძიებებს განახორციელებენ
კახაბერ საბანაძე: დღეიდან მართლწესრიგის ოფიცრები ანალიზზე დაფუძნებულ საპოლიციო საქმიანობას და დანაშაულის პრევენციისკენ მიმართულ ღონისძიებებს განახორციელებენ
12:49 04.12.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს „სისტემური განახლების“ ფარგლებში დღეს თბილისში მართლწესრიგის ოფიცრებმა დაიწყეს მუშაობა.

მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი კრიმინალური პოლიციის ახალ დანაყოფს წარმოადგენს, რომელმაც კრიმინალური პოლიციის საუბნო მიმართულება და უბნის ინსპექტორის მოძველებული ინსტიტუტი ეტაპობრივად სრულად უნდა ჩაანაცვლოს.

მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის აპრობირებული ინსტრუმენტია.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კახაბერ საბანაძემ, მართლწესრიგის ოფიცრების ფუნქცია-მოვალეობებზე ისაუბრა.

„ახალი პოლიციელი - მართლწესრიგის ოფიცერი და ეს ინსტიტუტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში ინერგება. ჩვენი მიზანია, ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველვყოთ საზოგადოებრივი უსაფრთხოება, მართლწესრიგი და პარალელურად განვახორციელოთ პრევენციულ საპოლიციო მიდგომებზე გადასვლა. ამისთვის დღეიდან მართლწესრიგის ოფიცრები ანალიზზე დაფუძნებულ საპოლიციო საქმიანობას და დანაშაულის პრევენციისკენ მიმართულ ღონისძიებებს განახორციელებენ.

მართლწესრიგის ოფიცრის ძირითად ფუნქცია-მოვალეობებში შედის არასრულწლოვნებთან დაკავშირებული პრობლემები, ოჯახური კონფლიქტები, ქალთა მიმართ ძალადობა, უკანონო მიგრაცია, სხვადასხვა რისკ-ჯგუფები და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მუშაობა. ასევე, მართლწესრიგის ოფიცრის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საპოლიციო სერვისების დროული და ეფექტური მიწოდება მოსახლეობისთვის. მართლწესრიგის ოფიცრები მჭიდრო კომუნიკაციაში იქნებიან არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე, პოლიციის სხვადასხვა დანაყოფებთან. მჭიდრო კონტაქტი ექნებათ საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან და მანდატურებთან. ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ასევე იქნება შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება. რაც მთავარია, მართლწესრიგის ოფიცრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებებში დანაშაულის პრევენციული საქმიანობის განხორციელება.

მინდა წარმატება გისურვოთ თითოეულ თქვენთაგანს ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ იმ მიზანს, რისთვისაც შეიქმნა ეს ინსტიტუტი. ჩვენ შევძლებთ და საზოგადოებას შევთავაზებთ უსაფრთხო გარემოს, დავიცავთ მართლწესრიგს და უზრუნველვყოფთ საზოგადოების თითოეული წევრის უფლების და თავისუფლების დაცვას.

აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის, ამ ინსტიტუტის და ამ პროექტის ინპლემენტაციის პროცესში. მათი მხარდაჭერა იყო ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ასევე, მინდა ზოგადად, მადლობა გადავუხადო მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური რეფორმირების მხარდაჭერისთვის,“ - განაცხადა კახაბერ საბანაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა