logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სახელმწიფომ როლანდ ბლადაძის წინაშე ყველა ვალდებულება პირნათლად შეასრულა
სახელმწიფომ როლანდ ბლადაძის წინაშე ყველა ვალდებულება პირნათლად შეასრულა
12:47 04.12.2018
სახელმწიფომ სამართლიანობის აღდგენის პროცესში, მოქალაქე როლანდ ბლადაძის წინაშე აღებული ვალდებულებები კეთილსინდისიერად შეასრულა და უძრავი ქონება, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად, ქონებაჩამორთმეულს გადაეცა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოში სახელმწიფოსთან სახით საქართელოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და 2007-2016 წლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან, მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული ქონების საქმეზე დავა სამმხრივი მორიგების აქტის საფუძველზე, 2018 წლის 11 ივნისს დასრულდა, რასაც საკასაციო სასამართლომ უწოდა ისტორიული შეთანხმება და ფაქტი (მოსამართლეები: ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე მოსამართლე), ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განჩინების საფუძველზე, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 15 მარტის განჩინება (მოსამართლეები: მერაბ ლომიძე (თავმჯდომარე), თეა ძიმისატარაშვილი, ამირან ძაბუნიძე) და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება (მოსამართლე: დიანა ფარქოსაძე), რომლითაც როლანდ ბლადაძის მოთხოვნები არ იქნა დაკმაყოფილებული. სასამართლოს ახალი განჩინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აიღო ვალდებულება, სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში, მოემზადებინა და საქართველოს მთავრობისთვის განსახილველად წარედგინა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი, რომლის თანახმადაც: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 262.39 კვ.მ უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ნინო ჟვანიას (ყოფილი კეკელიძე) ქ. N72-ში, მე-3 სექცია, მე-12 სართული, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 (ერთ) ლარად საკუთრებაში გადაეცემოდა როლანდ ბლადაძეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 5 ნოემბრის დამატებითი განჩინებით, გასწორდა გარკვეული ტექნიკური ხასიათის უზუსტობები, რომლითაც სახელმწიფომ როლანდ ბლადაძის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება განახლდა. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 26 ნოემბერს მიიღო განკარგულება როლანდ ბლადაძის მიმართ ქონების პრივატიზაციის შესახებ. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და როლანდ ბლადაძეს შორის 2018 წლის 27 ნოემბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. საპრივატიზაციო თანხა გადახდილ იქნა 2018 წლის 29 ნოემბერს, ხოლო 2018 წლის 3 დეკემბერს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის თანახმად, როლანდ ბლადაძე გახდა ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ, ქ. თბილისში, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული სახლი ქ. ბათუმში დღევანდელი საბაზრო ღირებულებით, შეფასდა 497,459 ლარად. ამასთან, სახელმწიფოს მიერ როლანდ ბლადაძის მიმართ გადასაცემი უძრავი ქონება ქ. თბილისში, ამავე დასკვნის თანახმად, დღევანდელი საბაზრო ღირებულებით შეფასებულია 399,866 ლარად.

სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განჩინების საფუძველზე, როლანდ ბლადაძეს სრული უფლება რჩება, სახელმწიფოს მიმართ გააგრძელოს ახალი დავა, რომელიც ეხება უკანონო სისხლის სამართლებრივი პროცესიდან გამომდინარე დამდგარი ზიანის, ასევე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებით ჩამორთმეული და გადასაცემი ქონებების ფასთა სხვაობას შორის.

2018 წლის 11 ივნისის განჩინების საფუძველზე, როლანდ ბლადაძემ უარი განაცხადა მხოლოდ წარმოებული დავის საგნის ირგვლივ ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე, ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, როლანდ ბლადაძის ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მოცემულ ეტაპზე, მნიშვნელოვანია შემდგომი კომუნიკაციის უზრუნველყოფა, რომელიც დაახლოებს როლანდ ბლადაძისა და გიორგი პაპუაშვილის ინტერესებს ქ. ბათუმში, პირვანდელი საცხოვრებელი სახლის გაცვლის ან/და კანონით განსაზღვრული სხვა ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით. დაზარალებული ოჯახი იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, ურთიერთთანხვედრ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ცნობისთვის: საქართველოს უზენაესს სასამართლოში საქმეზე სხდომები 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. საკასაციო სასამართლომ 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინებით, საქმე პრეცედენტული დავის სტატუსით, დასაშვებად სცნო. საქმიდან 2017 წლის 20 ივნისსა და 8 სექტემბერს თვითაცილება განაცხადეს მოსამართლეებმა: მაია ვაჩაძემ, ნუგზარ სხირტლაძემ და პაატა სილაგაძემ. მანამდე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქმიდან აცილებულ იქნა განმხილველი პალატა მოსამართლეების: გიორგი გოგიაშვილის, ნინო ქადაგიძისა და მანანა ჩოხელის შემადგენლობით. დადგენილია, რომ როლანდ ბლადაძის საქმე, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, 2004-2018 წლებში, სულ 42 მოსამართლემ განიხილა. 2014 წლიდან ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, საქმეზე ადვოკატირების პროცესი „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ დაიწყეს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა