logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა
11:14 04.12.2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟიორთა შესარჩევი სამეტაპიანი კონკურსი დასრულდა. პროფესიული ტესტირება, ტესტირება ზოგად უნარებში და გასაუბრება 35 ახალგაზრდამ წარმატებით გაიარა. დღეიდან, შერჩეული სტაჟიორები ექვსთვიან სასწავლო კურსს გაივლიან.

სტაჟირების პროგრამა ორ მიმართულებას - თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას მოიცავს. სტაჟიორები თეორიულ კურსს, სპეციალურად მათთვის შემუშავებული პროგრამის მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, ხოლო პრაქტიკულ მეცადინეობებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თბილისის და რეგიონულ ოფისებში გაივლიან.

სტაჟირების პროგრამის ფარგლებში შერჩეული ახალგაზრდები დეტალურად გაეცნობიან საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო მიდგომებს, გაეცნობიან სამართალდამცავი უწყების საქმიანობის სპეციფიკას, შესაბამის კანონმდებლობას და სამართლებრივ აქტებს, გაიღრმავებენ ცოდნას და განივითარებენ პროფესიულ უნარ-ჩვევებს, რაც მათ წარმატებულ საქმიანობას შეუწყობს ხელს.

შერჩეულ სტაჟიორებს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სოსო რამიშვილი და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორის მოადგილე გიორგი რაზმაძე შეხვდნენ და კონკურსის წარმატებით გავლა და სასწავლო კურსის დაწყება მიულოცეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის ცნობით, როგორც სოსო რამიშვილმა აღნიშნა, სტაჟირების პროგრამა საგამოძიებო სამსახურის მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ფინანსთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მხარდაჭერით ხორციელდება.

„ჩვენი მიზანია საგამოძიებო სამსახური კვალიფიციური კადრებით იყოს დაკომპლექტებული, რაც უწყების ეფექტიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა საშუალებას გვაძლევს მოვიზიდოთ და დავასაქმოთ მოტივირებული, მცოდნე ახალგაზრდები და ხელი შევუწყოთ მათ გამოიმუშავონ და განივითარონ ყველა ის უნარ-ჩვევა, რაც პროფესიულ საქმიანობაში დაეხმარებათ“ - აღნიშნა საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა სოსო რამინიშვილმა.

სტაჟიორებთან შეხვედრაზე ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორის მოადგილემ გიორგი რაზმაძემ განაცხადა - „ფინანსთა სამინისტროს აკადემია საგამოძიებო სამსახურისთვის ახორციელებს სტაჟირების პროგრამას, ახლა იწყება სწავლების პროცესი, რომელიც ექვსი თვე გაგრძელდება, სამი თვის განმავლობაში ჩვენთან აკადემიაში განხორციელდება სტაჟიორების სწავლება, ხოლო, შემდეგ სამი თვე სტაჟიორები სამუშაო პროცესში პრაქტიკულად ჩაერთვებიან“ - აღნიშნა გიორგი რაზმაძემ.

მიმდინარე წელს, კონკურსის შედეგად შერჩეული წარმატებული სტაჟიორები ინსპექტორ - გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობებზე დასაქმდებიან. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ახალი კადრების მოზიდვის მიზნით, უმაღლესი იურიდიული და ეკონომიური განათლების მქონე ახალგაზრდებისთვის სტაჟირების პროგრამას ყოველწლიურად ახორციელებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა