logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულის საბერძნეთიდან ექსტრადირება განხორციელდა
დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულის საბერძნეთიდან ექსტრადირება განხორციელდა
12:33 01.12.2018
საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე საბერძნეთიდან საქართველოში, დამამძიმებელ გარემოებებში ნ.კ.-ს და გ.კ.-ს განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულის გ.ყ.-ს ექსტრადირება განხორციელდა.

გ.ყ.-ს მიმართ ძებნის გამოცხადების თხოვნით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს 2016 წლის 21 აპრილს მიმართა.
პარალელურად, უწყებამ, ბერძნულ მხარეს გ.ყ.-ს წინასწარი დაკავების თხოვნით მიმართა. 2016 წლის 3 ივნისს ათენის ინტერპოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გ.ყ. საექსტრადიციო პატიმრობაში აიყვანეს, რის საფუძველზეც, ქართულმა მხარემ 2016 წლის 14 ივნისს მისი ექსტრადიცია მოითხოვა. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემდეგ, გ.ყ.-ს საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა. იგი ამჟამად შესაბამის საპატიმრო დაწესებულებაშია მოთავსებული.

ბერძენმა სამართალდამცავებმა გ.ყ. საქართველოს და საბერძნეთის სამართალდამცავების ურთიერთთანამშრომლობის შედეგად დააკავეს მას შემდეგ, რაც 2016 წლის 5 აპრილს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშესთვის ცნობილი გახდა, რომ გ.ყ. ქ.ალექსანდრუპოლისში ვინმე პოჰლოდკოვ მიროსლავის გაყალბებული პასპორტით იმყოფებოდა.

გ.ყ.-ს ბრალად ედება ნ.კ.-ს და გ.კ.-ს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109–ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და მესამე ნაწილის „ა“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 237-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის დეკემბერში, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის ნასამართლევმა გ.ყ.-მ და ვ.გ.-მ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, ანგარებით, ქ.თბილისში, დაბა კოჯორში მდებარე აგარაკზე, დანით რამდენიმე დარტყმით მოკლეს გ.კ., შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით გვამი წინასწარ შეძენილ პლასტმასის კასრში მოათავსეს და მისი დაშლის მიზნით ქიმიური მჟავა ჩაასხეს. ვინაიდან გვამი არ დაიშალა, მათ კასრში ცემენტი ჩაყარეს და აგარაკის ეზოში დამარხეს. იმავე დღეს გ.ყ.-მ და ვ.გ.-მ, ქ.თბილისში, თბილისის ზღვაზე მდებარე ნ.კ.-ს და გ.კ.-ს საცხოვრებელ ბინაში, დანის ჩარტყმით ნ.კ. მოკლეს, შემდეგ კი ფარულად დაეუფლნენ ბინაში არსებულ დაახლოებით 12 000 აშშ დოლარს, ე.წ. „ლეპტოპს“, საბუთებს, ბანკის ბარათებს, ოქროს ნივთებს, გ.კ.-ს სახელზე რეგისტრირებულ ორ ცეცხლსასროლ იარაღს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ამჟამად აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა