logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
შსს-მ საარჩევნო პროცესში გამოვლენილ 11 სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე დაიწყო გამოძიება
შსს-მ საარჩევნო პროცესში გამოვლენილ 11 სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე დაიწყო გამოძიება
18:34 28.11.2018
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განაცხადებით, ამ ეტაპზე მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, არჩევნები მთელი საქართველოს მასშტაბით მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

ეს განცხადება მეზვრიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ მოქმედებებს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად. პოლიციის მობილური ჯგუფები გადაადგილდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით. მყისიერი რეაგირება ხდება პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ ყველა ფაქტზე, რის შესახებაც პერიოდულად მიეწოდებათ ინფორმაცია საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს.

ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება აქვს დაწყებული სავარაუდო დანაშაულის 11 ფაქტზე.

კერძოდ:

თბილისში ერთ-ერთ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ტვ პირველის ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. დადგენილია სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად;

მცხეთაში ერთ-ერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 1621 მუხლის პირველი ნაწილით. უკვე გამოკითხული არიან ინციდენტის მხარეები, რომლებიც მომხდარის სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ. გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები;

ადიგენში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების ავტომანქანების საბურავების დაზიანების ორ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. მიმდინარეობს ოპერატიული და საპროცესო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი პირების დასადგენად;

ბათუმში საარჩევნო უბნების მიმდებარედ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ორ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 162 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. უკვე გამოიკითხონ დაზარალებულები. ამ ეტაპზე არც ერთ ფაქტზე არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები;

თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოკითხულია დაზარალებული და ფაქტის შესახებ ინფორმაციის მქონე მოწმეები. ამ ეტაპზე გამოკითხული პირებისთვის უცნობია დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირის ვინაობა. გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მისი ვინაობის დასადგენად;

ქვემო ქართლში მარკირებაგავლილი პირების მიერ განმეორებით ხმის მიცემის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 164 -2 მუხლით. გამოვლინდა ასეთი 9 შემთხვევა. მიმდინარეობს შესაბამისი პირების გამოკითხვა;

თბილისში, ლილოს დასახლებაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოკითხულია დაზარალებული. მიმდინარეობს ოპერატიული და საპროცესო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი პირის დასადგენად;

აბაშის საარჩევნო ოლქში, მე-10 უბანზე ქართული ოცნებიდან საკრებულოს წევრის მიერ ხმის მიცემის ფარულობის შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 164-ე მუხლით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

დუშეთში საარჩევნო უბანზე მომხდარი ქურდობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 177-ის პირველი ნაწილით.
ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები და დაზარალებულები არიან როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები“-განაცხადა მეზვრიშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა