თურქეთში მძევლად მყოფი საქართველოს მოქალაქეები გაათავისუფლეს.
23 ქართველი, რომელიც თურქეთში ვინმე ლაშა ნავარელმა
დასაქმების პირობით ჩაიყვანა, ტყვედ აიყვანეს და რამდენიმე დღე ქალაქ იჩქერიქში, ერთ-ერთი სახლის სარდაფში ჰყავდათ ჩაკეტილი.
კრიმინალური დაჯგუფების წევრები თითოეულში 2 000 აშშ დოლარის გამოსასყიდს ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი დახოცვით იმუქრებოდნენ.
მძევლად აყვანილი 23 მოქალაქე ზესტაფონის მკვიდრია და ისინი უკვე საქართველოში იმყოფებიან.
არსებული ინფორმაციით, კრიმინალური დაჯგუფების წევრები თურქმა სამართალდამცავებმა დააკავეს.

















