logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი ჩიმაკაძე: ამოღებულია ძალიან ბევრი ვიდეო მტკიცებულება, როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის, ასევე ხიზილ მარგოშვილის და სხვების მობილური ტელეფონებიდან   
ირაკლი ჩიმაკაძე: ამოღებულია ძალიან ბევრი ვიდეო მტკიცებულება, როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის, ასევე ხიზილ მარგოშვილის და სხვების მობილური ტელეფონებიდან  
11:00 26.11.2018
სალოსის ქუჩაზე ჩატარებულმა საგამოძიებო მოქმედებებმა სუს-ის ჩატაევის მოკავშირეების დადგენისა და დაკავების შესაძლებლობა მისცა.

"დაკავებული პირების საცხოვრებელი მისამართებიდან ამოსულია ძალიან დიდი რაოდენობის მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ აღნიშნული პირები დაკავშირებულები იყვნენ ამ ჯგუფთან და ხელს უწყობდნენ სხვადასხვა სახით. კერძოდ, ამოსულია ძალიან ბევრი ვიდეო მტკიცებულებები, როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის, ასევე ხიზილ მარგოშვილის და სხვების მობილური ტელეფონებიდან, სადაც დასტურდება რომ ყველამ იცოდა თუ გინ იყვნენ ეს პირები, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ... ბერი გაბრიელ სალოსიდან ამოღებულია "თიბისი" ბანკის მიერ გაცემული რეგისტრაციის ფურცელი, სადაც ნათლად ჩანს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სახეზე გახსნილი არის საბანკო ანგარიში" - განაცხადა სუს-ის კონტრტეროსისტული ცენტრის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიმაკაძემ.

26 დეკემბერს პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას სულ 6 პირი დააკავეს. გამოძიება ორს ბრალი ტერორიტული ორგანიზაციის წევრობის, ოთხს კი ტერორიზმის ხელშეწყობისთვის წარუდგინა.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა. სუს-ის ოფიციალური ინფორმაციით ის ხელყუმბარლის აფეთქებას ცდილობდა, რა დროსაც სპეცრაზმა ესროლა. მაჩალიკაშვილი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. გაჩნდა კითხვები ხომ არ გადაამეტა უფლებამოსილება სპეცრაზმმა. ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავდა, თუმცა გამოძიებამ დანაშაულებრივ ჯგუფთან მაჩალიკაშვილის კავშირის დამადასტურებელი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მოიპოვა. ექსპერტიზა ჩაურტარდა ხელყუმბარასაც, რომელზეც დაფიქსირებული ანაბეჭდი პირის იდენტიფიცირებისთვის უვარგისი აღმოჩნდა. თუმცა ექსპერტიზამ ხელყუმბარაზე მაჩალიკაშვილის დნმ-ი აღმოაჩინა.

მის ოჯახს არც ამ მტკიცებულებების სჯერა და თითქმის ერთი წელია სპეცოპერაციას სხვადასხვა ფორმით აპროტესტებს. არ მალავს არც პოლიტიკურ შეხედულებებს და მხარს "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს.

საქმეში სატელეფონო ანძების დეტალური ამონაწერებისც დევს, რომლის მიხედვითაც საქართველოში გადმოსვლის შემდეგ ჩატაევმა და მისმა თანამზრახველებმა პირველი ზარი სწორედ თემირლამ მაჩალიკაშვილის სახელზე რეგისტრირებულ ნომერზე განახორციელეს, რის შემდეგაც 19 წლის ახალგაზრდამ მამას დაურეკა. მაჩალიკაშვილის ტელეფონს ექსპერტიზა აშშ-ში ჩაუტარეს და აღადგინეს ყველა ფოტო და მიმოწერა.

ტელეფონიდან აღდგენილ მიმოწერას შორის არის, სპეცოპერაციამდე ორი დღით ადრე თემირლან მაჩალიკაშვილის და ახალგაზრდა გოგოს მიმოწერა, სადაც თემირლანი საკუთარ ზრახვებს უმხელს. თემირლანი უხსნის გოგონას თუ რა არის ისტიშხადი, შემდეგ კი წერს, რომ ზუსტად ასე აპირებს თავის აფეთქებას, ქალაქში მეტრო "სადგურის მოედნის" გაჩერების შიგნით.

ასევე არსებობს ვიდეო ჩანაწერები, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილმა მობილური ტელეფონები ჩატაევის საქართველოში შემოყვანამდე ცოტა ხნით ადრე შეიძინა. მაჩალიკაშვილის მობილურსა და სოციალურ ქსელში ატვირთული ფოტოები, რომლითაც დგინდება, რომ ის ჩატაების დაკავებულ და ლიკვიდირებულ თანამზრახველებს იცნობდა. ამ ფოტოებით დგინდება ისიც, რომ მაჩალიკაშვილი ღიად უჭერდა მხარს ისლამურ სახელმწიფოს და მათ იდეალებს იზიარებდა.

"იმის მეათედი მასალების კი რაც ჩვენ ვიხილეთ ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში, სადაც განსაკუთრებით ტერორისტული აქტები მოხდა, საფრანგეთი იქნება ეს დიდი ბრიტანეთი თუ სხვა, საზოგადოებაში გაცილებით განსხვავებულ რეაქციას გამოიწვევდა და მეტი კონსოლიდაცია იქნებოდა საზოგადოების. ჩვენთან, სამწუხაროდ ვიხილეთ, რომ შიდა პოლიტიკისთვის და კინკლაობისთვის გამოიყენეს ეს ანტიტერორისტული ოპერაცია," - განაცხადა ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა