logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: არჩევნებიდან არჩევნებამდე არ უნდა ვცხოვრობდეთ და უნდა გვქონდეს დიდი, ნათელი მიზნები
გიორგი გახარია: არჩევნებიდან არჩევნებამდე არ უნდა ვცხოვრობდეთ და უნდა გვქონდეს დიდი, ნათელი მიზნები
14:40 25.11.2018
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში საარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით მედიის კითხვებს უპასუხა.

"მინდა, ყველას მოვუწოდო, პირველი ტურის შემდეგ საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნები წაიკითხონ. ყველგან ფაქტობრივად მითითებულია, რომ ეს იყო არჩევნები, სადაც, ძალადობის ერთმნიშვნელოვანი კლება იყო. რატომ ვამბობ ამას, შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად აკეთებს ყველაფერს და გააკეთებს ყველაფერს, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ, წყნარ და დემოკრატიულ გარემოში. მოგეხსენებათ, რომ ყველა იმ ფაქტზე, რომელიც თქვენ ახლა ახსენეთ, მე არ შევალ დეტალებში და არ განვმარტავ, მათ შორის, დიდი ნაწილი არ იყო პოლიტიკური ხასიათის მატარებელი. თუმცა, ახლა ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, შეიძლება ყველაფერს ასე ვთქვათ მივაკრათ პოლიტიკური ნიშანი, თუმცა, გამოძიება ყველაფერს დაადგენს. რაც მთავარია, 21 პირის დევნაა დაწყებული ამ წინასაარჩევნო პერიოდში, ყველა მომხდარ ფაქტზე აღძრულია საქმე, მიმდინარეობს გამოძიება. საერთოდ ვერ ვხედავ აქ გარკვეულ ასე ვთქვათ პოლიტიკურ კონტექსტს უმრავლეს შემთხვევაში, თუმცა, არის შემთხვევები, სადაც პოლიტიკური კონტექსტი არსებობდა და სწორედ ამიტომ დევნა დაიწყო 21 ადამიანის წინააღმდეგ, როგორც ოპოზიციური პარტიის, ასევე მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ვგულისხმობ.

მე პასუხისმგებლობას ვიღებ წყნარ და მშვიდ გარემოში არჩევნების ჩატარების მთელი ქვეყნის მასშტაბის, ეს ერთი, მეორე - მე კიდევ უფრო ხშირად ვიქნები აქ სამეგრელოში. რაც შეეხება უკავშირდება თუ არა წინასაარჩევნოდ, ნაწილობრივ რა თქმა უნდა უკავშირდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი რეგიონი, ეს არის რეგიონი ყველაზე ახლოს საოკუპაციო ხაზთან და მშვიდ და წყნარ გარემოში არჩევნების ჩატარებას ზუგდიდში და სამეგრელოში აქვს კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა ჩვენთვის. არც ერთ შეხვედრაზე, ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ, რომ ჩვენი საუბრის თემა ყოფილიყოს საარჩევნო კონტექსტი, არასოდეს ასე არ ყოფილა. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ზუგდიდის, სამეგრელოს მიმდინარე პრობლემებზე და ეს საუბრები მე და ჩვენს გუნდს დაწყებული გვაქვს დაახლოებით 2-3 თვის წინ, როდესაც ახალი გუბერნატორები დაინიშნენ, როდესაც მოხდა გარკვეული ცვლილებები ადმინისტრაციებში. ეს ყოველდღიური ცხოვრებაა ადამიანების და აქ არანაირი წინასაარჩევნო კონტექსტი არ არსებობს. ხან თხილზე ვსაუბრობთ, ხან სპორტზე, ხან ჯანსაღ ცხოვრებაზე და კიდევ ბევრ რაღაცაზე. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება დღეს სამწუხაროდ გამსჭვალულია წინასაარჩევნო კონტექსტით, რაც რა თქმა უნდა, ცუდია. ჩვენ არჩევნებიდან არჩევნებამდე არ უნდა ვცხოვრობდეთ და უნდა გვქონდეს დიდი, ნათელი მიზნები," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა