ზუგდიდში, გარემოს დაცვის ინსპექციის ყოფილი უფროსი დაჭრეს. ბაკურგ ულუას გვიან ღამით
ესროლეს.
ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, გულუა მიმავალი მანქანიდან ჩაცხრილეს, თავდამსხმელი კი ადგილიდან მიიმალა. გულუას ცეცხლნასროლი ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. გარემოს დაცვის ინსპექციის ყოფილი უფროსი შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში უცხოპირმა მიიყვანა.
ექიმის განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას გვიან ღამით გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
“შემოყვანილ იქნა საშუალო ასაკის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა გამჭოლი ჭრილობები მარცხენა წვივისა და ორივე ბარძაყის არეში. მდგოამრეობა არის მძმე, ემორაგიული შოკი. პირველადი დახმარება ჩაუტარდა, რის შედეგადად სასწრაფოდ გადაყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში,“ - განაცხადა მკურნალმა ექიმმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ბაკურ გულუა 2012 წლამდე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის - თენგიზ გუნავას მოადგილედ, 2013 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, შემდეგ კი გარემოს დაცვის ინსპექციაში მუშაობდა.

















