თბილისის ცენტრში, რიგის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით ორი, 40 წლამდე
მამაკაცი დაჭრეს.
დაჭრილები ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებიან. მათი მდგომარეობის შესახებ არც ექიმები და არც ახლობლები კომენტარს არ აკეთებენ.
ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, დანაშაულში მონაწილე პირის ვინაობა უკვე ცნობილია და თუმცა დაკავებული არ არის.
საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

















