logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სმიტების საქმეზე პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სასამართლომ დასაშვებად ცნო და საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაეცა
სმიტების საქმეზე პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სასამართლომ დასაშვებად ცნო და საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაეცა
18:18 22.11.2018
ხადას ხეობაში მომხდარი სმიტების მკვლელობის საქმეზე პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სასამართლომ დასაშვებად ცნო და საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაეცა.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცველად გთავაზობთ.

„მცხეთის რაიონულ სასამართლოში მ.კ-ს მიერ დამამძიმებელ გარემოებებში რაიან მაიკლ სმიტის, მისი მეუღლის ლორა ჯოი სმიტის და მათი 4 წლის შვილის ქელებ ისმატ სმიტის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისა და ლორა ჯოი სმიტის გაუპატიურების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

მ.კ-ს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მოსამართლემ დასაშვებად ცნო პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება და საქმე ნაფიც მსაჯულთა მიერ განსახილველად გორის რაიონულ სასამართლოს გადასცა. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და დაცვის მხარის მტკიცებულებათა ნაწილი, მათ შორის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები დაუშვებელ მტკიცებულებებად მიიჩნია.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მ.კ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

2018 წლის 4 ივლისს, დუშეთის რაიონში მდებარე ხადას ხეობაში, მ.კ. შეხვდა რაიან მაიკლ სმიტს, მის მეუღლეს ლორა ჯოი სმიტსა და მათ 4 წლის შვილს ქელებ ისმატ სმიტს, რომლებიც ტურისტული მიზნით იმყოფებოდნენ ხეობაში. მ.კ-მ შემდგომში ლორა ჯოი სმიტის გაუპატიურების მიზნით რაიან მაიკლ სმიტი მის მცირეწლოვან შვილთან ერთად გაიტყუა მოშორებით მდებარე ჩანჩქერისკენ, სადაც თოვლის ზვავის მიმდებარედ 4 წლის შვილის, ქელებ ისმატ სმიტის თვალწინ, თანნაქონი სანადირო თოფიდან ჯერ ზურგის არეში, ხოლო შემდეგ თავში გასროლებით, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა რაიან მაიკლ სმიტი.

ამის შემდეგ, მ.კ-მ რაიან მაიკლ სმიტის მკვლელობის დაფარვის მიზნით, ასევე განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა 4 წლის ქელებ ისმატ სმიტი, კერძოდ: ამავე თოფიდან ჯერ მარჯვენა მხრისა და ბარძაყის მიმართულებით ესროლა, ხოლო შემდეგ თავში მიბჯენით გასროლის შედეგად გამოასალმა სიცოცხლეს.

ლორა ჯოი სმიტის გაუპატიურების მიზნით მ.კ. დაბრუნდა ე.წ. „ალავერდის“ ჩანჩქერთან და თოფის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარითა და ძალადობით, სხეულის სხვადასხვა ნაწილებში დაზიანებების მიყენებით ლორა ჯოი სმიტთან დაამყარა სქესობრივი კავშირი. ჩადენილი დანაშაულების დაფარვის მიზნით, მ.კ-მ განსაკუთრებული სისასტიკით, წყალში დახრჩობით მოკლა ლორა ჯოი სმიტი.

მ.კ-სთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულები სასჯელად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,” - ნათქვამია განცხადებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა