logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
შსს-მ ქვემო ქართლის საგამოძიებო დანაყოფსა და დროებითი მოთავსების იზოლატორში არასრულწლოვანზე მორგებული გარემო შექმნა
შსს-მ ქვემო ქართლის საგამოძიებო დანაყოფსა და დროებითი მოთავსების იზოლატორში არასრულწლოვანზე მორგებული გარემო შექმნა
17:12 22.11.2018
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, ღასან ხალილთან ერთად, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, არასრულწლოვანთა გამოკითხვის ახლად მოწყობილი ოთახი, ასევე, რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში არასრულწლოვნების უფლებების დაცვის სტანდარტებზე მორგებული საგამოძიებო და განთავსების ოთახები დაათვალიერა.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში არასრულწლოვნებისთვის შექმნილ ადაპტირებულ სივრცეში, რომელიც სრულად არის მორგებული მოზარდის ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და განვითარებაზე, არასრულწლოვანთა მიმართულებით სპეციალიზებული გამომძიებლების მიერ განხორციელდება არასრულწლოვან მოწმეთა და დაზარალებულთა გამოკითხვა, რაც მათი ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის პრევენციას ისახავს მიზნად. ასევე, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები განთავსდებიან დროებითი მოთავსების იზოლატორის დაკავების ოთახში, რომელიც არასრულწლოვანზეა მორგებული.

„რეალურად, რუსთავში ჩვენ პირველად გავაკეთეთ არასრულწლოვნების მიმართ ან არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის კონტექსტში მათთვის შესაფერისი ინფრასტრუქტურის სრული მოწყობა. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს იმას რომ, ჩვენ არასრულწლოვნების დანაშაულს ეფექტურად ვებრძოლოთ. ეს არის ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების იმ დიდი გეგმის, რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტების განახლებას გულისხმობს. აქვე უნდა აღვნიშნო, ავჭალაში დროებითი მოთავსების იზოლატორის ახალდაწყებული პროექტი, შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება კომპლექსი, სადაც არასრულწლოვნებისთვის ასევე იქნება განსაზღვრული სპეციალური სივრცე. ჩვენ ამ გზით რუსთავიდან ვიწყებთ და ახლო მომავალში მსგავსი ინფრასტრუქტურა გაჩნდება ქვეყნის ყველა რეგიონში და დიდ ქალაქში,‘’- განაცხადა გიორგი გახარიამ.

არასრულწლოვნებზე ადაპტირებული ინფრასტრუქტურა რუსთავში, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით მოეწყო.

მიმდინარე წლის დეკემბრიდან, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მხარდაჭერილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ინიცირებული პროექტის ფარგლებში, არასრულწლოვნებისთვის ქალაქ თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში ხელმისაწვდომი იქნება ფსიქოლოგის მომსახურებაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არასრულწლოვნებზე მორგებული გარემოს შექმნას მომავალი წლიდან სხვა ქალაქებშიც გააგრძელებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა