შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო–ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, საქართველოს
მოქალაქე ივეტა მაკარიძე დააკავეს.
როგორც სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახურის ცნობით, ივეტა მაკარიძე 2012 წლის თებერვლიდან ჯგუფურად ახორციელებდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას შპს ,,ნიკა“–ს და ინდმეწარმე ,,ივეტა მაკარიძე“–ს სახელით თბილისსა და რუსთავში არსებულ აფთიაქებში, რეალიზაციას უწევდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფსიქოტროპულ, არარეგისტრირებულ და სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანილ მედიკამენტებს.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით მიმდინარეობს.

















