ესპანეთში, ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე
დააკავეს.
ქალაქ სარაგოსას პოლიციის ინფორმაციით, 27 და 28 წლის მამაკაცები საცხოვრებელ სახლში შეღწევის მცდელობისას დააკავეს.
პოლიციის ცნობით, ჩხრეკისას მათ მოპარული ძვირფასეულობა და ფული აღმოაჩნდათ. ერთ-ერთ დაკავებულს საბერძნეთის პირადობის დამადასტურებელი ყალბი მოწმობა ჰქონდა.

















