ხობის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად კიდევ ერთი დაშავებული, 66 წლის ქალი
გარდაიცვალა.
გუშინ, ასევე, ამავე ხანძრის შედეგად დაშავებული 67 წლის მამაკაცი თბილისის დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა.
შემთხვევის შედეგად სულ 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 მცირეწლოვანი.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი აფეთქებას მოჰყვა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
ექიმების განცხადებით, დანარჩენი დაშავებულების მდგომარეობაც კრიტიკულია.

















