logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პროკურატურა: ორი მსჯავრდებულის საქმე გადაისინჯება, ერთ დაზარალებულს კი უძრავი ქონება დაუბრუნდება
პროკურატურა: ორი მსჯავრდებულის საქმე გადაისინჯება, ერთ დაზარალებულს კი უძრავი ქონება დაუბრუნდება
15:06 20.11.2018
პროკურატურის შუამდგომლობით ორი მსჯავრდებულის საქმე გადაისინჯება, ერთ დაზარალებულს კი უძრავი ქონება დაუბრუნდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილებების შედეგად პოლიტპატიმარ მერაბ რატიშვილის საქმე გადაისინჯება, ასევე განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადების ფაქტზე მსჯავრდებულ გიორგი ავალიშვილის მიმართ, ხოლო ერთ დაზარალებულ მოქალაქეს 336 300 ლარად შეფასებული საოფისე ფართი დაუბრუნდება.

საქართველოს პროკურატურის მიერ გახსნილი მორიგი დანაშაულებრივი ფაქტების შედეგად დადგენილია, რომ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური მოძრაობების მხარდამჭერი, ბიზნესმენი მერაბ რატიშვილი ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციურ მოძრაობას აფინანსებდა და აქტიურ პროტესტს გამოხატავდა. სწორედ მისი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, დასჯის და პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოცილების მიზნით, იგი 2007 წლის 26 ოქტომბერს, „სოდ“ - ის თანამშრომლებმა თბილისში, ქიაჩელის ქუჩაზე დააკავეს, რა დროსაც ავტომანქანასა და საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკული საშუალება ,,მეტადონი“ ჩაუდეს. გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე მერაბ რატიშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით) და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მან საპატიმრო დაწესებულება 2013 წელს, პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭების შემდეგ დატოვა.

ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა მსჯავრდებულის გამამართლებელი სრულიად ახალი მტკიცებულებები და გარემოებები, გამოიკვეთა „სოდ“-ის თანამშრომლების არალეგიტიმური დაინტერესება მერაბ რატიშვილის მიმართ. აქედან გამომდინარე პროკურატურა მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გაუქმების მოთხოვნით.

განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული ასევე ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის წევრის გიორგი ავალიშვილის მიმართ.

2010 წლის დეკემბრიდან გიორგი ავალიშვილს კახეთის რეგიონსა და თბილისში საკუთარი „ფორდი“-ს მარკის სამგზავრო მიკროავტობუსით, საპროტესტო აქციებზე ,,სახალხო კრების“ წევრები დაჰყავდა. სწორედ მისი პოლიტიკური აქტიურობის და ოპოზიციის მხარდაჭერის გამო, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაიგეგმა დანაშაულის პროვოკაციის მოწყობა და მისი დაკავება.

2011 წელს, საგარეჯოში, გიორგი ავალიშვილს ფინანსური პოლიციის აგენტმა, თითქოსდა იგი ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელი იყო, მოტყუებით დაამზადებინა მგზავრთა გადაყვანის ყალბი საბუთი, რის საფუძველზეც გიორგი ავალიშვილი ადგილზე დააკავეს. 2011 წლის 24 აგვისტოს, გიორგი ავალიშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადების ფაქტზე და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გიორგი ავალიშვილს სასჯელის მოხდა გადაუვადდა. საპატიმროს დატოვებიდან 3 დღეში იგი გარდაიცვალა.

ახალი გამოძიების პროცესში გამოიკვეთა ის პოლიტიკური მოტივი, რაც წინ უძღოდა გიორგი ავალიშვილის დაკავებას, დადასტურდა სამართალდამცავების მიერ ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ხელოვნურად წარმართვის ფაქტი. აქედან გამომდინარე, პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს გიორგი ავალიშვილის განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართავს.

საქართველოს პროკურატურამ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების გადაწყვეტილებაც მიიღო.
2004 წელს ვლადიმერ და თამილა აბსანძეების მიერ შეძენილი ქ.ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე 267.00 კვ.მ საოფისე ფართი ხელისუფლების ინტერესების ქვეშ აღმოჩნდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურაში ვლადიმერ აბსანძე დაიბარეს, სადაც მოსალოდნელი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით კატეგორიულად მოსთხოვეს მისი ოჯახის კუთვნილი ქონების დათმობა.

განხორციელებული ზეწოლის შედეგად, თამილა აბსანძემ საგამოძიებო ორგანოში, პროკურორის მითითებით ხელწერილი დაწერა, თითქოსდა ის ვერ იყენებდა ქონებას და სახელმწიფოს სასარგებლოდ თმობდა.

მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, პროკურატურა მიმართავს სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს, რათა დაზარალებულ თამილა აბსანძეს დაუბრუნდეს ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული 336 300 ლარად შეფასებული საოფისე ფართი.

რაც შეეხება დანაშაულებრივ ქმედებებში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ მიიღებს მათ მიმართ გადაწყვეტილებას.

ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად, ამ დროისთვის დაზარალებულად ცნობილ 173 პირს დაახლოებით 45 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება დაუბრუნდა, მათ შორის ავტომანქანები, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო და სასტუმრო კომპლექსები, მიწის ნაკვეთები და ა.შ., ხოლო ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით 64 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა, საიდანაც 50 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი, აქედან 16 პოლიტპატიმრის სტატუსს ატარებს,“ - ნათქვამია განცხადებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა