logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ანა დოლიძე: არ მახსენდება შემთხვევა, ჰააგაში ჯარისკაცის პასუხისმგებლობის საკითხი დაეყენებინოთ
ანა დოლიძე: არ მახსენდება შემთხვევა, ჰააგაში ჯარისკაცის პასუხისმგებლობის საკითხი დაეყენებინოთ
16:59 16.11.2018
საერთაშორისო სამართლის ექსპერტი ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ ჰააგის სასამართლოსთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები სცდება სიმართლეს. დოლიძის თქმით, მას არ ახსენდება, ჰააგის სასამართლოში ჯარისკაცის პასუხისმგებლობა დაეყენებინოთ.

„სამართლებრივად, ეს განცხადება უბრალოდ ცდება სიმართლეს. რომის სტატუსის მიხედვით, დანაშაულების ჩადენაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ მხოლოდ ინდივიდუალურად. აქ ჩვენი სახელმწიფო ვერაფერს ვერ გააკეთებს, შიდასამართლებრივად, პროკურორი თავად ადგენს, ვინ რაშია ბრალდებული. ეს ჰააგის პროკურორიც თავად განსაზღვრავს, ვინ იყო ინდივიდუალურად პასუხისმგებელი.

ძირითადად, არ მახსოვს, რომელიმე ჯარისკაცის პასუხისმგებლობა დაეყენებინოთ, საუბარი არის მაღალი დონის ხელმძღვანელობაზე, მათ შორის ყოფილან პრეზიდენტები, რომლებსაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ ფართომასშტაბიანი დანაშაულებისთვის. აქედან გამომდინარე, საუბარი, რომ ინდივიდუალურად ვიღაც წარდგება, თავისთავად ეს ასეა. არ შეეძლო რომელიმე მხარეს, დანაშაული თავის თავზე აეღო, რადგან სტრასბურგისგან განსხვავებით, იქ პასუხისმგებელი არ არის სახელმწიფო, არამედ პასუხისმგებელი არიან ინდივიდუალური ადამიანები და ჩვენ უნდა ვამტკიცოთ, რომ ესენი არიან მხოლოდ და მხოლოდ რუსები“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

საერთაშორისო სამართლის ექსპერტის აზრით, ჰააგაში ნებისმიერი პოლიტიკური პარტიიდან საქართველოს პოზიცია უნდა იყოს, რომ ერთადერთი ძალა, რომელიც პასუხისმგებელია დანაშაულების ჩადენაზე, არის რუსეთი.
ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ შიდაპოლიტიკურ დებატებსა და დაპირისპირებებში ჰააგის სასამართლოს საკითხის გარჩევა სახელმწიფოებრივ ინტერესებს არ ემსახურება.

„ერთადერთი პოზიცია, რომელსაც ჰააგისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე უნდა ვიცავდეთ, არის ის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში ყველა ტიპის დანაშაული ჩაიდინა რუსეთის მხარემ. ერთადერთი, რაც შეიძლება, დაადგინოს ჰააგამ, არის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, რაც ძირითადად ხდება არა რომელიღაც ჯარისკაცის, არამედ ლიდერობის დონეზე, იმ ადამიანების დონეზე, ვისაც შეეძლო, გაეცა განკარგულება. ყოფილა შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტიც მიუციათ პასუხისგებაში.

ჩვენი ინტერესი, რასაც ყოველთვის ვიცავდი, როდესაც კასეტურ ჭურვებს სურათები გადავუღე და ახლაც დავიცავ, არის ის, რომ ამ დანაშაულებში გასამართლდეს რუსეთი. გასამართლდეს აგრესიისთვის, არაადამიანური დანაშაულებისა და ინდივიდუალურად ომის დანაშაულების ჩადენისათვის. შეიძლება, გასამართლდეს გენერალიტეტი, შეიძლება, გასამართლდეს პრეზიდენტი. ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესია, ამტკიცოს, რომ ყველაფერ ამაში პასუხისმგებელია რუსეთი. ამ საკითხის ჩამოტანა შიდასახელმწიფოებრივ დებატებში და ამით ანგარიშის გასწორება პოლიტიკურად, საერთოდ სახელმწიფოებრივ ინტერესებს აზიანებს და არა რომელიღაც მოძრაობასა და პარტიას“, – განაცხადა ანა დოლიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა