logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
„ნაცმოძრაობის“ დროს წართმეული ფიროსმანის ნახატი მეპატრონეს დაუბრუნდება
„ნაცმოძრაობის“ დროს წართმეული ფიროსმანის ნახატი მეპატრონეს დაუბრუნდება
14:50 07.11.2018
„პროკურატურის გადაწყვეტილების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს შვიდი მიწის ნაკვეთი და ფერწერული ნამუშევარი „ბატკანი“ დაუბრუნდებათ, ერთი პოლიტპატიმრის და ერთი მოქალაქის მიმართ კი გამამტყუნებელი განაჩენები გადაისინჯება“-ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისთვის დამნაშავედ ცნობილი მზია შალვაშვილი გაამართლა.

მზია შალვაშვილი 2012 წლის 5 ივნისის განაჩენით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისთვის დამნაშავედ იქნა ცნობილი. განაჩენის თანახმად მან 2008-2009 წლებში, როგორც ანტიკვარული ნივთების სალონის ხელმძღვანელმა, მოქალაქე დამიანე ალანიას, რომელიც ნიკო ფიროსმანის ნამუშევარს „ბატკანი“ ფლობდა, ყალბი ოფიციალური ქვითარი დაუმზადა, თითქოს ამ უკანასკნელმა ფიროსმანის ნახატი მის სალონში შეიძინა, რითაც დამიანე ალანიას დაეხმარა მოეხდინა უკანონოდ მოპოვებული ქონების მისაკუთრება. სასამართლოს გადაწყვეტილებით მზია შალვაშვილს 1 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა, ხოლო ფერწერული ნამუშევარი სახელმწიფოს გადაეცა.

ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბერს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენით მსჯავრდებულ მზია შალვაშვილის უდანაშაულობა დადასტურდა და ახალი გარემოებები გამოირკვა, რომლითაც ნიკო ფიროსმანის ნამუშევრის წარმომავლობის კანონიერება დასტურდება. შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ, ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული ფერწერული ნამუშევარი ,,ბატკანი“ მესაკუთრის ოჯახს დაუბრუნდება.

ასევე, დეპარტამენტის მიერ მიღებული მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად 4 დაზარალებულს ზუგდიდის რაიონში მდებარე უკანონოდ ჩამორთმეული შვიდი მიწის ნაკვეთი დაუბრუნდება.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც უნდა გამოყოფოდა ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი. მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და ინვესტორისთვის გადაცემას კი ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად ირიცხებოდა, რომლებიც საკუთრების დათმობის სანაცვლოდ შესაბამის კომპენსაციას მოითხოვდნენ.

პროცესის გამარტივებისა და მოსახლეობისთვის კომპენსაციის გადაცემისგან თავის არიდების მიზნით, იმჟამინდელი ხელისუფლების ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა დანაყოფმა საკუთრების უფლების უხეში დარღვევით, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადააგზავნა. აღნიშნულის საფუძველზე 2000 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა, რომელთა შორისაც აღმოჩნდა ადგილობრივი მოსახლეობის მიწის ნაკვეთებიც ისე, რომ მათ რაიმე სახის კომპენსაცია არ მიუღიათ, რითაც უხეშად დაირღვა მათი საკუთრების უფლება.

გარდა ზემოაღნიშნულისა, პროკურატურამ განაჩენის გადასინჯვის მორიგი გადაწყვეტილებები მიიღო პოლიტპატიმარ ჯონი ბაბილოძისა და მოქალაქე დავით ბიძინაშვილის საქმეებზეც.

შპს „ივერიას“ და შპს „ივერია 90“-ის დამფუძნებელი დავით ბიძინაშვილი 2007 წელს ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადების ბრალდებით დააკავეს. ხანგრძლივი პატიმრობითა და საპატიმრო დაწესებულებაში აუტანელი პირობების შექმნის მუქარით იგი იძულებული გახდა ეღიარებინა დანაშაული რომელიც არ ჩაუდენია, რის შემდეგაც მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით. ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულის მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ასევე გადაისინჯება პოლიტპატიმარ ჯონი ბაბილოძის საქმეც. ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო „დასავლეთის“ ყოფილი უფროსი ჯონი ბაბილოძე 2008 წელს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. ჯონი ბაბილოძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2009 წელს იქნა გასამართლებული. მას მსჯავრი დაედო მასში, რომ თითქოს მან როგორც რეგიონალური საბაჟო „დასავლეთის“ უფროსმა უპირატესობა მიანიჭა გადამზიდავ კომპანიებს შპს „ჯორჯიან ტრანზიტს“ და შპს „პეტროსილექს“, ასევე კერძო პირს მ.ჩ.-ს და მათ სასარგებლოდ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.

საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიების ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან გამოთხოვილი იქნა შესაბამისი ინფორმაცია, მოწმის სახით გამოიკითხა არაერთი პირი, მათ შორის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ჯონი ბაბილოძის მიერ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში კანონშესაბამისი გადაწყვეტილება იყო მიღებული და მისი მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ამასთან, საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ ჯონი ბაბილოძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება განპირობებული იყო პოლიტიკური მოტივებით, რამდენადაც იგი მოიაზრებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის - ზ.ნ.-ს გუნდის წევრად და მისი დაკავება უკავშირდებოდა სწორედ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხრიდან ოპოზიციური პოლიტიკური საქმიანობის დაწყებას.

დეპარტამენტმა პოლიტპატიმარ ჯონი ბაბილოძისა და მოქალაქე დავით ბიძინაშვილის საქმეზე ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება ჩაატარა, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც გამოიკვეთა მსჯავრდებულის უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტები. აქედან გამომდინარე, პროკურატურა მიმართავს თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გაუქმების მოთხოვნით.

რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ მათ მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე იმსჯელებს. პროკურატურა აგრძელებს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას. დანაშაულებრივი სქემით ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები ასევე დაუბრუნდებათ სხვა დაზარალებულ მოქალაქეებსაც, რაზეც საზოგადოებას უახლოეს მომავალში ეცნობება“-ნათქვამია განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა