logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„ქართუ ჯგუფისა“ და „პროგრეს ბანკის“ აქციებს ყადაღა დღის ბოლომდე მოეხსნება
„ქართუ ჯგუფისა“ და „პროგრეს ბანკის“ აქციებს ყადაღა დღის ბოლომდე მოეხსნება
16:36 26.07.2012
აღსრულების ეროვნული ბიურო „ქართუ ჯგუფისა“ და „პროგრეს ბანკის“ აქციებზე ყადაღას დღეს, დღის ბოლომდე მოხსნის.
როგორც „ნიუსპრესს“ აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურში განუცხადეს, ყადაღა „ქართუ ჯგუფის“ აქციების 100% და „პროგრეს ბანკის“ 21,7%-ს მას შემდეგ მოეხსნება, რაც აღსრულების ეროვნული ბიურო საქალაქო სასამართლოს განჩინებას მიიღებს, რის საფუძველზეც, დაყადაღებულ ქონებაზე ყადაღას მოხსნის და იძულებით მმართველს ვლადიმერ უგულავს მისი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინებას გაუგზავნის.
თბილისის საქალაქო სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საუძველზე, დღეს „ქართულ ჯგუფსა“ და „პროგრეს ბანკში“ იძულებითი მართვის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, იძულებითი მმართველი თანამდებობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართუ ჯგუფის“ აქციათა 100%-ზე და „პროგრეს ბანკის“ აქციათა 21,7%-ზე იძულებითი მმართველობის მოხსნის შუამდგომლობით მას შემდეგ მიმართა, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაკისრებული ჯარიმა სრულად გადაიხადა, რომელიც მას ამომრჩევლის მოსყიდვის მიზეზით დაეკისრა.
კომპანიებში იძულებით მმართველად სასამართლომ ვლადიმერ უგულავა აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე მას შემდეგ დანიშნა, რაც ივანიშვილმა ჯარიმის გადახდაზე უარი განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილმა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, საქართველოს ბიუჯეტში 80 მლნ ლარი სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე 24 ივლისს გადარიცხა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა