logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნარკოტიკების შეძენა-შენახვასა და საქართველოში ჯგუფურად უკანონოდ შემოტანის ორგანიზებაში ბრალდებულს 17 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ნარკოტიკების შეძენა-შენახვასა და საქართველოში ჯგუფურად უკანონოდ შემოტანის ორგანიზებაში ბრალდებულს 17 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
11:03 05.11.2018
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვასა და საქართველოში ჯგუფურად უკანონოდ შემოტანის ორგანიზებაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ბრალდებული, ირანის ისლამურ რესპუბლიკის მოქალაქე ბ.გ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბ.გ-მ, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ყოფნისას უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 531,3626 გრ. ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება და მისი საქართველოში უკანონო შემოტანის ორგანიზება მოაწყო. 2018 წლის 7 თებერვალს, მან ნარკოტიკული საშუალება ფუთებად დააფასოვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის მიზნით სხვადასხვა ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ა.ბ-ს, მ.ყ.-ს, ფ.ჰ.-ს და საკუთარ სხეულში მოათავსა, ხოლო 2018 წლის 8 თებერვალს, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ სადახლოს მეშვეობით, ორგანიზება გაუწია განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 531,3626 გრ. ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საქართველოში უკანონოდ შემოტანას.

სამართალდამცველებმა ბ.გ. დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად 2018 წლის 9 თებერვალს, ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საქართველოში უკანონო შემოტანა) წარედგინა.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ა.ბ-მ, მ.ყ.ყ-მ და ფ.ქ.ჰ-მ, აღიარეს დანაშაული და მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მათ თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,” - ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა