თბილისის საქალაქომ სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საუძველზე, დღეს „ქართულ ჯგუფსა“ და „პროგრეს ბანკში“ იძულებითი მართვის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.
პროცესს მოსამართლე თამარ ჩიხლაძე უძღვებოდა, აღსრულების ეროვნულ ბიუროს კი, აღმასრულებელი ირაკლი ხვედელიძე წარმოადგენდა.
საქალაქო სასამართლოს გადწყვეტილებით, იძულებითი მმართველი თანამდებობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
რაც შეეხება „ქართუ ჯგუფსა“ და „პროგრეს ბანკზე“ ყადაღის მოხსნას, ამის თაობაზე გადაწყვეტილებას აღსრულების ეროვნული ბიურო მიიღებს.
ირაკლი ხვედელიძემ პროცესზე კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები წარადგინა და განაცხადა, რომ იძულებითი მმართველობის საფუძველი აღარ არსებობს.
ივანიშვილის ადვოკატის შალვა თადუმაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას ეთანხმება და მის გასაჩივრებას არ აპირებს.
„ბიძინა ივანიშვილმა თანხა სრულად გადაიხადა და სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრდება. დღეისთვის ორივე კომპანიაში იძულებითი მმართველობა შეწყვეტილია“ - განაცხადა თადუმაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართუ ჯგუფის“ აქციათა 100%-ზე და „პროგრეს ბანკის“ აქციათა 21,7%-ზე იძულებითი მმართველობის მოხსნის შუამდგომლობით მას შემდეგ მიმართა, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაკისრებული ჯარიმა 75 მლნ ლარი სრულად გადაიხადა, რომელიც მას ამომრჩევლის მოსყიდვის მიზეზით დაეკისრა.

















