logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი: კანაფის კულტივაციის განხილვის საკითხი განუსაზღვრელი ვადით გადადებულია
ნათია მეზვრიშვილი: კანაფის კულტივაციის განხილვის საკითხი განუსაზღვრელი ვადით გადადებულია
13:49 31.10.2018
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მარიხუანის მოხმარების რეგულირების კანონპროექტი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა კიდევ ერთხელ წარადგინა.

ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით დეპუტატების ინიციატივაზე კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, ამ კანონპროექტის ავტორი მთავრობაა და შესაბამისად, მისი პარლამენტიდან გაწვევა მხოლოდ მთავრობის გადაწყვეტილების შემთხვევაში მოხდება.


„გუშინაც და დღესაც მარიხუანასთან მიმართებით საუბარია მხოლოდ ერთ კანონპროექტზე, საუბარია მარიხუანის მოხმარების კანონპროექტზე, რომლის ავტორიც არის შინაგან საქმეთა სამინისტრო და რომელიც მოხმარებას საზოგადოებრივი თავშეყრისა და სხვა ადგილებში, აქცევს მკაცრ ჩარჩოებში. რაც შეეხება კულტივაციის ნაწილს, კულტივაციასთან დაკავშირებით არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ ამ საკითხის განხილვა არის გადადებული განუსაზღვრელი ვადით. არც გუშინდელი კომიტეტის სხდომაზე და არც დღეს პლენარულ სხდომაზე, ეს საკითხი არ განიხილება. რაც შეეხება გაწვევას, საუბარია ოთხ დეპუტატზე, რომლებმაც გუშინ ეს ინიციატივა წარმოადგინეს გაწვევის შესახებ, მაგრამ გაწვევას აქვს თავისი პროცედურები. ეს პროცედურები კარგად იციან დეპუტატებმაც და კარგად იციან მთავრობის წევრებმაც. კანონპროექტის ავტორი არის საქართველოს მთავრობა. მთავრობა თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ეს კანონპროექტი იქნეს გაწვეული, იქნება გაწვეული, მაგრამ ამ ეტაპზე ამ კანონპროექტის განხილვის საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დგას. ამიტომ ეს რაღაც შფოთვები, ამ საკითხთან დაკავშირებით, არის სრულიად უადგილო. მოსული ვარ დღეს იმისთვის, რომ მოხმარებასთან დაკავშირებით კანონპროექტი გამოვიტანო პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით. ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე დეპუტატმა გააკეთა განცხადება, გასაგებია ეს განცხადებები, თუმცა პროცედურა როგორიც არის, იმ პროცედურას მიყვება საქართველოს მთავრობა. გასაგებია მათი მოსაზრება, მთავრობამ გააკეთა უკვე ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება, ეს არის ერთობლივი გადაწყვეტილება, კონსენსუსის შედეგი, რომ ეს კანონპროექტი ამ ეტაპზე არ განიხილება და გადადებულია მისი განხილვა განუსაზღვრელი ვადით. გაწვევასთან დაკავშირებით არსებობს შესაბამისი პროცედურები. მთავრობა თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ გაწვეული იქნას ეს კანონპროექტი, გაწვეული იქნება, თუ არ მიიღებს, არ იქნება,“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა