ქალაქ თბილისის 26-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული
ინფორმაციით, მოსწავლეები ერთმანეთს საკლასო ოთახში დაუპირისპირდნენ, საჭირო გახდა ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი ბავშვის საავადმყოფოში გადაყვანაც, თუმცა ის უკვე სახლში გაწერეს.
სკოლის პედაგოგების განცხადებით, მოსწავლეებმა ერთმანეთს ხელი გაარტყეს, თუმცა სერიოზული დაზიანება არცერთს არ მიუღია.
სავარაუდოდ, დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა. 14 წლის მოსწავლეები ერთმანეთს გაკვეთილებს შორის, შესვენებაზე დაუპირისპირდნენ.

















