ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრი გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა
ხათუნა კალმახელიძემ არნახულ ნიშნულზე აიყვანა სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოს ციხეებში.
"მისი მოღვაწეობის შედეგი მხოლოდ გასული წლის პირველ ნახევარში გარდაცვლილი 77 პატიმარია. ჩვენ ველოდებით სახალხო დამცველის გასული წლის საბოლოო მონაცემებს, რომელსაც თქვენი პარტია ზუსტად ისევე "მიიღებს ცნობად" როგორც წლების მანძილზე აკეთებთ", – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
მან იუსტიციის მინისტრზე ზურაბ ადეიშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადეიშვილმა პრტეზიდენტის მითითება ნულოვანი ტოლერანტობის შესახებ ბრწყინვალედ შეასრულა.
"25 000 პატიმარი ციხეში გამოკეტა ათიათასობით კი, პრობაციონერად აქცია" – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

















