logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: თითოეული პოლიციელი მზად არის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, საკუთარი არჩევანი მშვიდ და უსაფრთხო გარემოში გააკეთონ
გიორგი გახარია: თითოეული პოლიციელი მზად არის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, საკუთარი არჩევანი მშვიდ და უსაფრთხო გარემოში გააკეთონ
09:24 28.10.2018
ვიცე-პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საპრეზიდენტო არჩევნებში თბილისში, ჩაიკოვსკის ქუჩაზე მდებარე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

ხმის მიცემის შემდეგ გიორგი გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

„მე პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში. თითოეული პოლიციელი დღეს მზად არის იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, საკუთარი არჩევანი გააკეთონ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი. რაც შეეხება ჩემს არჩევანს, სიმბოლურია ალბათ, ჩვენ ხომ წელს აღვნიშნავთ 100 წლის თავს - პირველი რესპუბლიკის, ბოლო ასწლეულების განმავლობაში ერთადერთი და პირველი დამოუკიდებლობის გამოცდილებას. და რა თქმა უნდა ჩვენი მიზანია, რომ სულ უფრო მეტი კავშირი გვქონდეს ამ უდიდეს წარმატებულ გამოცდილებასთან.

ეროვნული მოძრაობიდან დაწყებული ჩვენი ლიდერები მაშინაც ამბობდნენ და იდეალად ასახელებდნენ სწორედ 18-21 წლების რესპუბლიკას და რა თქმა უნდა ეს ისტორიული კავშირი დღეს, რომ აღსდგება და გაგვიხსნის გზას ევროპული, დამოუკიდებელი და რაც მთავარია ერთიანი ქვეყნის მომავლისკენ. ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა და სიმბოლურად ჩემი არჩევანიც ამასთან არის დაკავშირებული. ესე იგი კიდევ ერთხელ, ამით დავიწყე და ამით დავასრულებ, პოლიცია ყველა ძალებით - ყველა საპოლიციო ძალა დღეს მზად არის იმისთვის, რომ უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარდეს არჩევნები. ამ მიზნის მისაღწევად საპოლიციო ძალები გადაადგილდება იმ საჭიროებით, რა საჭიროებითაც ჩვენ ჩავთვლით აუცილებლად და საჭიროდ“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა