თბილისში, ვაკის რაიონში, მრგვალ ბაღთან 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მრგვალ ბაღთან არსებულ ავტოსადგომზე მუშაობდა და როგორც ცნობილია, მას ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

















