logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი: არჩევნების დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულად იქნება მობილიზებული, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი დაიცვას
ნათია მეზვრიშვილი: არჩევნების დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულად იქნება მობილიზებული, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი დაიცვას
11:42 27.10.2018
„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“ უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობა შეაფასა.

„ჩვენ დღეს კომისიაზე ფაქტობრივად წარმოვადგინეთ შემაჯამებელი შედეგები გამოძიების, იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებდა. მე ვიტყოდი, რომ საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს, იმ თვალსაზრისით, რომ უმრავლეს საქმეებზე უკვე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებულია. ზოგადად არჩევნების კონტექსტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებთან დაკავშირებით, რომელთა რაოდენობა არ იყო ბევრი. სულ 6-7 ფაქტი იყო რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებას ეხებოდა. 15 პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ისე უმრავლესობის პარტიის წარმომადგენლები.
შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროცესების მიმდინარეობის დროს, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპი დაეცვა და თითოეული საქმის გამოძიების დროს, ამ პრინციპით ემოქმედა. ვფიქრობთ, რომ ეს მიზანი მიღწეულია. რაც შეეხება უკვე არჩევნების დღეს, კვირას, შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულად იქნება მობილიზებული იმისთვის რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი დაიცვას იმისთვის, რომ არჩევნების დემოკრატიულ და მშვიდ გარემოში ჩატარება იქნეს უზრუნველყოფილი“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა